პაშანიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაშანიკი, ფაშანიკიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ერთეული ძირებია შემორჩენილი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხაში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთეული ძირებია შემორჩენილი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხაში. ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით ხასიათდება. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ზოგჯერ მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო ელფერის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი — მკვრივი.

სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალო-მოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 299