ვარძია (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარძიაქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

ვარძიის ვაზის ჯიშის ავტორები არიან: მაქსიმე რამიშვილი და რევაზ რამიშვილი. მშობელ წყვილებად გამოყენებულია ალექსანრიული მუსკატი და განჯური.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მოყვითალო-ქარვისფერი. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივის აქვს. რბილობი ხორციანი და საკმაოდ წვნიანია, მკვეთრად გამოხატული მუსკატური გემოთი.

ვარძია სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია.

მაღალხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. ყურძენი გამოირჩევა კარგი შენახვითა და კარგად იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 547