ხეთურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეთურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში არაგვის ხეობიდან.

არაგვის ხეობაში ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციის დროს გაველურებულ მდგომარეობაში აღმოაჩინა სელექციონერმა რეზო რამიშვილმა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად უფორმო, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელია ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, ოვალური ან წაგრძელებული ფორმის, ღია მწვანე, მოყვითალო ელფერით. რბილობი უფრო ხორციანია, ვიდრე წვნიანი. ხეთურა სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და მცირემოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 517-518