ლეკური ყურძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეკური ყურძენი, ლაკი (ლაყი)ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სულხან-საბას განმარტებით: ლეკი ეწოდების „თხლესა ქვე დალეკებულსა“.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალო ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ფართო კონუსური ფორმის, დატოტვილი, ხშირად უფორმო, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური, კუმსი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი მუქი ლურჯია, თითქმის შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, იშვიათად მცირედ ოვალური და სქლად დაფარული ცვილისებრი ნაფიფქით. კანი უხეში და მკვრივი აქვს. რბილობი — ხორციანი, წვენი — შეუფერავი.

ვაზი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 250-300 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 7.8-8.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.0 გ/ლ-ს.

ლეკური ყურძენი გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. ღვინო დაბალექსტრაქტული და სუსტად შეფერილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 211