ბუტკუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუტკუაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ამ სახელწოდებით გურიასა და აჭარაში წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია ცნობილი. რაჭაში გავრცელებული ბუტკუა კი თეთრყურძნიანია და სხვა ამპელოგრაფიული ნიშნებითაც მკვეთრად განსხვავდება ზემოთ დასახელებული ჯიშისგან. ბუტკუა რაჭაში უძველესი დროიდან ყოფილა გავრცელებული, ამჟამად კი მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებია შემორჩენილი ხვანჭკარის, ბუგეულის და აბანოეთის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან თითქმის ცილინდრული ფორმის, ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო ელფერით. კანი სქელი და მვვრივია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ჰარმონიული.

ბუტკუა ძლიერი ზრდითა და მცირე მოსავლიანობით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 80 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 86