ცოლიკოური წვრილმარცვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცოლიკოური წვრილმარცვალაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ძალიან სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, დატოტვილი, თხელი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მოყვითალო-მომწვანო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.

სიმწიფის საგვიანო პერიოდის ჯიშია.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 455