ჩიტისკვერცხა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიტისკვერცხა შავიქართული აბორიგენული შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი და ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, დატოტვილი, თხელი. მარცვალი მცირე ზომისაა, უკუკვერცხისებრი ფორმის და შავი ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა, მომჟაო-მოტკბო გემოთი. წვენი შეფერილია.

ჩიტისკვერცხა შავი სუსტი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150-155 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 60-70 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 2.0-3.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 437