ყორნისთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყორნისთვალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

სახელი მუქი ფერის მარცვლის გამო შეარქვეს.

ყორნისთვალა სხვა ჯიშის ვაზებთან შერეული სახითაა ჭრებალოში, ხვანჭკარაში, ბუგეულში და საკეციაში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თითქმის კვერცხისე-ბური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ უფორმო, თხელი ან ძალიან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი, სქელკანიანია. რბილობი ხორციან-წვნიანი აქვს, გემო მოტკბო-მომჟავო.

ყორნისთვალა საშუალო ზრდისა და საკმაოდ მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 182 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.

ყორნისთვალა გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 406