ხუნალიჟი (მდედრობითი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუნალიჟი (აფხ. Хәыналыжь[1]) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მომწვანო-მოყვითალო ფერის. რბილობი წვნიანია.

ხუნალიჟი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შარიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 529

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015