ფაჩხატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფაჩხატაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს გაშლილი და მეჩხერი მტევნების გამო.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა. მომრგვალო ან ოვალური, სამნაკვთიანი ან სრულიად დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია ან ძალიან თხლადაა დაფარუ-ლი აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, გვხვდება ძლიერ დატოტვილი უფორმო მტევნებიც. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. სიმწიფეში მომწვანო-მოყვითალო შეფერ-ვის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია.

ფაჩხატა საშუალო ზრდითა და უხვი მოსავლიანობთ გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 124-155 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 11.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.3%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-11 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 370