ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:


{{ინფოდაფა დასახლება
{{ინფოდაფა დასახლება
|სტატუსი =ქალაქი
|სტატუსი =ქალაქი
|ქართული სახელი = ბაქო
რეგიონის ტიპი = რეგიონი
|ქართული სახელი = ბაქო
|რეგიონი = აფშერონის რეგიონი {{!}} აფშერონი
|რეგიონის ტიპი = რეგიონი
|რეგიონი ცხრილში =
|შიდა დაყოფა =
|რეგიონი = აფშერონის რეგიონი {{!}} აფშერონი
|რეგიონი ცხრილში =
|შიდა დაყოფა =
|რაიონის ტიპი=
|რაიონის ტიპი=
|რაიონი =
|რაიონი =
|მმართველის ტიპი = მერი
|მმართველი =ჰაჯიბალა აბუტალიბოვი}}
|მმართველის ტიპი = მერი
|მმართველი =ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
}}


'''ბაქო''' ({{lang-az|Bakı {{IPA|[bɑˈcɯ]}}, ბაქი — ქარიანი ადგილი}}) — [[აზერბაიჯანი]]ს [[დედაქალაქი]], მდებარეობს [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] [[აფშერონის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი<ref>{{az}} [http://www.azstat.org/region/az/002.shtml Bakı şəhəri - Azərbaycan Dövlət Statistika Komitəsi]</ref>, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.
'''ბაქო''' ({{lang-az|Bakı {{IPA|[bɑˈcɯ]}}, ბაქი — ქარიანი ადგილი}}) — [[აზერბაიჯანი]]ს [[დედაქალაქი]], მდებარეობს [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] [[აფშერონის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი<ref>{{az}} [http://www.azstat.org/region/az/002.shtml Bakı şəhəri - Azərbaycan Dövlət Statistika Komitəsi]</ref>, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

21:24, 2 სექტემბერი 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

ქალაქი

ბაქო

რეგიონის ტიპი = რეგიონი
აზერ. Bakı
დროშა გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი აფშერონი
კოორდინატები 40°21′59″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.3666556° ჩ. გ. 49.8351833° ა. გ. / 40.3666556; 49.8351833
მერი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
დაარსდა I საუკუნე
პირველი ხსენება მე-5 საუკუნე
ფართობი 2140 კმ²
ცენტრის სიმაღლე −28 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 2 300 500 (1 იანვარი, 2021)[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ1000
საავტომობილო კოდი 10, 90 და 99
ოფიციალური საიტი http://www.baku-ih.gov.az/
ბაქო — აზერბაიჯანი
ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი[2], აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ეტიმოლოგია

სახელწოდება ბაქო მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან Bād-kube, რაც ნიშნავს „ქარიან ქალაქს“. ნაკლებად სავარაუდო ხალხური ეტიმოლოგია განმარტავს ქალაქის სახელს, გამომდინარე სიტყვიდან Baghkuy, რაც ნიშნავს “ღვთის ქალაქს“[3]. არაბულ წყაროებში ქალაქის სახელწოდებების Baku, Bakukh, Bakuya, and Bakuye. თითოეული მათგანი სპარსული სახელწოდებიდან გამომდინარეობს.

მოკლე ისტორიული ცნობა

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

ისტორია

აფშერონის ნახევარკუნძულზე ქალაქის წარმოშობა გამოწვეული იყო ფიზიკურ-გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით, ქალაქის ადგილმდებარეობით, მიგრაციისა და სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთით ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან (დიდი აბრეშუმის გზა); ასევე ბუნებრივი აირითა და ენერგეტიკული სიმდიდრით[4].

შუა საუკუნეებიდან ბაქო შირვანის ისტორიულ ტერიტორიაზე იყო. მე -9 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბაქო შირვანშაჰთა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მოსახლეობა  ვაჭრობით, თევზაობით, მებაღეობითა და ნავთობპროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. მეთერთმეტე საუკუნემდე, თურქიზაციამდე, ბაქოს მოსახლეობამ განაგრძო მკვიდრი ხალხების ენაზე საუბარი, რომელიც არაბულ ავტორთა მიერ ნახსენებია, როგორც არანის მკვიდრი ენა[5].

1191 წელს შირვანშაჰ ახისთან I-მა სახელმწიფოს დედაქალაქი დროებით შამახიდან ბაქოში გადაიტანა. მე -12 საუკუნეში ბაქო ციხე-კედლით იყო გარშემორტყმული. ქალწულის კოშკი ასევე შევიდა ქალაქის თავდაცვის სისტემაში.

XIII საუკუნეში მონღოლების შემოჭრის დროს ქალაქი დაეცა. მაგრამ უკვე მომდევნო საუკუნეში ბაქოს ეკონომიკური ცხოვრება კვლავ აღდგა. შირვანშაჰ ხალილ-ულას (1417-1462) მმართველობის დროს ბაქოში მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. XV საუკუნეში შეიქმნა შირვანშაჰთა სასახლის კომპლექსი. XV საუკუნის არაბი გეოგრაფი, აბდ ალ რაშიდუ ბაქუვი, ასევე აღწერს ბაქოს. გეოგრაფი საუბრობს ქალაქში მდებარე ორ ციხეზე. ერთ-ერთი მათგანი მონღოლებმა ვერ აიღეს. ასევე აღწერს, რომ ქალაქის მიდამოები ცარიელია, საკვები შირვანიდან ჩამოჰქონდათ, ქალაქში შემოტანილი ნივთები კი აბრეშუმი, მარილი და ზეთი იყო[6].

ბაქოში შემორჩენილია მე -11 საუკუნეში აშენებული მუჰამედის მეჩეთი და მე -14 საუკუნის რამდენიმე მეჩეთი[6].

1501 წელს, შაჰ ისმაილ ხათაიმ დაიპყრო მთელი შირვანი. ბაქო სეფიანთა სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 1578 წელს ოსმალეთის არმიამ დაიპყრო ბაქო. 1607 წელს ქალაქი კვლავ სეფიანთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. მათი მმართველობის პერიოდში ბაქოში სპილენძის მონეტები გამოიცა. ბაქოსა და აფშერონის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი დაკავებული იყო ხალიჩების ქსოვით[4].

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაქო&oldid=3553311“-დან