ცხენისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 46: | ხაზი 46: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
*{{ქსე|11|251|აფხაზავა ი.}} |
*{{ქსე|11|251|აფხაზავა ი.}} |
||
{{commonscat|ცხენისწყალი|ცხენისწყალი}} |
|||
{{საქართველოს წყლის რესურსები}} |
{{საქართველოს წყლის რესურსები}} |
13:35, 27 აგვისტო 2011-ის ვერსია
ცხენისწყალი ცხენისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ცაგერი |
სათავე |
კავკასიონი |
შესართავი |
რიონი |
შესართავის მდებარეობა | საქართველო |
სიგრძე | 176 კმ |
აუზის ფართობი | 2120 კმ² |
აუზი | |
ცხენისწყალი ვიკისაწყობში |
ცხენისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კვ.კმ. ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70%), ზამთარში — წყალმცირობა (10%), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20%).
წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერისწყალი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთივსაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 251.