ჯონოულა
იერსახე
| ჯონოულა | |
|---|---|
|
ჯონოულა შესართავთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ცაგერის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
| სათავე |
ეგრისის ქედი 42°41′26″ ჩ. გ. 42°33′07″ ა. გ. / 42.690583° ჩ. გ. 42.552056° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2455 მ |
| შესართავი |
ცხენისწყალი 42°34′47″ ჩ. გ. 42°41′18″ ა. გ. / 42.579861° ჩ. გ. 42.688500° ა. გ. |
| სიგრძე | 21 კმ |
| აუზის ფართობი | 114 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 4,79 მ³/წმ |
|
| |
ჯონოულა[1][2] — მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2455 მ სიმაღლეზე. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 114 კმ². წარმოადგენს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადს. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. ჯონოულას მარცხნიდან ერთვის მდინარე ახალჭალა, ხოლო მარჯვნიდან თეთრი ღელე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4,79 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 571.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 140.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 233.