შინაარსზე გადასვლა

ნატანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).
ნატანები

ნატანები სოფელ ცხემლისხიდთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე
ქალაქები ოზურგეთი
სათავე საყორნია
41°48′23″ ჩ. გ. 42°18′38″ ა. გ. / 41.80639° ჩ. გ. 42.31056° ა. გ. / 41.80639; 42.31056
სათავის მდებარეობა მესხეთის ქედი
სათავის სიმაღლე 2548 მ
შესართავი შავი ზღვა
41°54′43″ ჩ. გ. 41°46′06″ ა. გ. / 41.91194° ჩ. გ. 41.76833° ა. გ. / 41.91194; 41.76833
შესართავის მდებარეობა შეკვეთილი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 60 კმ
აუზის ფართობი 657 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 33,5 მ³/წმ
ნატანები — საქართველო
ნატანები
ნატანები
ნატანები — გურიის მხარე
ნატანები
ნატანები
— სათავე, — შესართავი
ნატანები ვიკისაწყობში

ნატანები, მოგროსიმდინარე საქართველოში, გურიის მხარეში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ-ზე, მწვერვალ საყორნიასთან, სოფელ შეკვეთილთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 60 კმ, მდინარის აუზის ფართობი 657 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაივლის-აგვისტოში, წყალმოვარდნა — მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი 33,5 მ³/წმ. იყენებენ წისქვილებისთვის და სარწყავად. მნიშვნელოვანი შენაკადებია ბჟუჟი და ჩოლოქი. ნატანები ზემო წელში მთის მდინარის თვისებებს იჩენს, ხოლო ქვემო დინებაში დაბლობის ტიპური მდინარეა.

ბერძენი გეოგრაფი არიანე ნატანებს მოიხსენიებს ისისის სახელწოდებით. ნატანები მას ეწოდა იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობას მდინარეზე დაცურებით გადაჰწონდა ხე-ტყე. ხე-ტყის ნატანი, ანუ ნატანები, მდინარის სახელწოდებად ჩამოყალიბდა.

1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად ნატანებზე საზღვაო ნავები ვაშნარამდე, ზღვიდან 16 კმ დაშორებით ადიოდნენ.[1] 2012 წელს მდინარის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნით თარიღდება.[2]

  1. ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  2. ახალი აღმოჩენა - ამჯერად ჩოლოქის შესართავთან, გაზეთი „ალიონი", 1.05.2012. N16, გვ. 1