საყორნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საყორნია
მთის ხედი კურორტ ბახმაროდან
მთის ხედი კურორტ ბახმაროდან
კოორდინატები: 41°49′38″ ჩ. გ. 42°16′57″ ა. გ. / 41.82722° ჩ. გ. 42.28250° ა. გ. / 41.82722; 42.28250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2752 
ქედი მესხეთის ქედი
უმარტივესი მარშრუტი ბახმაროდან
საყორნია — საქართველო
საყორნია

საყორნია — მთა საქართველოში, გურიის მხარეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, მდინარეების ბახვისწყლისა და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2752 მ. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. მთის წვერი ბრტყელია. ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთა მკვეთრად დანაწევრებული და ქარაფოვანია. შეიმჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპური და ალპური მცენარეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: