ძირულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ძირულა (მდინარე))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძირულა (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).
ძირულა
Riv. dzirula at Shrosha.JPG
მდინარე ძირულა სოფელ შროშასთან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები საჩხერის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
სათავე ლიხის ქედი
42°19′55″ ჩ. გ. 43°38′44″ ა. გ. / 42.332194° ჩ. გ. 43.645639° ა. გ. / 42.332194; 43.645639
სათავის სიმაღლე 1252 მ
შესართავი ყვირილა
42°05′51″ ჩ. გ. 43°04′32″ ა. გ. / 42.097500° ჩ. გ. 43.075639° ა. გ. / 42.097500; 43.075639
სიგრძე 83 კმ
აუზის ფართობი 1270 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 26,6 მ³/წმ
ძირულა (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg ძირულა ვიკისაწყობში

ძირულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში. მიედინება საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1252 მ სიმაღლეზე. მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 83 კილომეტრი, აუზის ფართობი 1270 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. მთავარი შენაკადებია: დუმალა, ჩხერიმელა და ხელმოსმულა.

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი სოფელ წევასთან — 26,6 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[1] მდინარე ძირულის ხეობაშია გაშენებული სოფლები: ქვედა წევა, ბორითი, შროშა და სხვა. ძირულასა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი.[2]

ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს მდინარე ძირულას:[3]

ვიკიციტატა
„ძირულას მდინარე გამოსდის პერანგის მთასა, და ხეფინის ხევის ვერტყვილამდე აღვსწერეთ ქართლზედ, და ხეფინის ხევის ვერტვილიდამ ხარაგაულამდე დის სამხრეთს-დასავლეთ შუა და ხარაგაულიდან შორაპნამდე დის აღმოსავლეთიდან დასავლეთად.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 277, თბ., 1987 წელი.
  2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული აღწერა
  3. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 154 — თბილისი, 1941