ხელმოსმულა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ხელმოსმულა | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
სათავე | იმერეთის მაღლობი |
სიგრძე | 18,4 კმ |
აუზის ფართობი | 45,3 კმ² |
ხელმოსმულა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ძირულის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 805 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18,4 კმ, აუზის ფართობი 45,3 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,1 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 459.