ბორითი
სოფელი | |
---|---|
ბორითი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბორითი |
კოორდინატები | 42°06′46″ ჩ. გ. 43°16′12″ ა. გ. / 42.11278° ჩ. გ. 43.27000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 557[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბორითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი).
მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ხარაგაულიდან 28 კილომეტრი. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3]. ბორითში მდებარეობს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 557 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 784 | 376 | 408 |
2014[1] | ![]() |
278 | 279 |
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება: იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი — ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრონველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება „ბორ-ით-ი“. სახეწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგაშლილ ფრინველს მოგვაგონებს.
ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელ ბორითში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოზე დგას ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X სს). იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისის მონასტრამდე აღწევდა. XX საუკუნის 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუბებულ იქნა ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 471.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II