ფრონტონი
იერსახე
ფრონტონი (ფრანგ. fronton < ლათ. frons, ნათესაობითი ბრუნვა frontis - შუბლი, წინა მხარე) — არქიტექტურაში, შენობის ფასადის, პორტიკის, კოლონადის დამაგვირგვინებელი ნაწილი (ჩვეულებრივ სამკუთხედის ფორმისა), რომელიც შემოფარგლულია სახურავის 2 ფერდითა და კარნიზით. ფრონტონის არეს (ტიმპანი) ხშირად ამკობენ ქანდაკებით, რელიეფით და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 407.