ინგებორგ დანიელი
ინგებორგ დანიელი | |
---|---|
Ingeborg af Danmark | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 აგვისტო 1193 |
მმართ. დასასრული: | 25 აგვისტო 1193 |
წინამორბედი: | იზაბელა ენოელი |
მემკვიდრე: | აგნეს მერანიელი |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1200 |
მმართ. დასასრული: | 14 ივლისი 1223 |
წინამორბედი: | აგნეს მერანიელი |
მემკვიდრე: | ბლანკა კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1174 |
გარდ. თარიღი: | 29 ივლისი 1237 (62-63 წლის) |
მეუღლე: | ფილიპ II, საფრანგეთის მეფე |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | ვალდემარ I, დანიის მეფე |
დედა: | სოფია მინსკელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ინგებორგ დანიელი (დან. Ingeborg af Danmark; ფრანგ. Ingeburge de Danemark) (დ. 1174 - გ. 29 ივლისი 1237) — დანიის მეფე ვალდემარ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია მინსკელის ასული. საფრანგეთის დედოფალი ორჯერ, პირველად 1193 წელს სულ 10 დღით, ხოლო მეორედ 1200-1223 წლებში როგორც ფილიპ II-ის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგებორგი იყო დანიის მეფე ვალდემარ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია მინსკელის ასული. 1193 წელს ინგებორგი მიათხოვეს საფრანგეთის ახლად დაქვრივებულ მეფე ფილიპ II-ს, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფილიპის პირველი ცოლი, დედოფალი იზაბელა ენოელი 19 წლის ასაკში გადაჰყვა ტყუპ ვაჟებზე ქორწინებას, რომელთაგან უფროსი საფრანგეთის მეფე ლუი VIII გახდა. მათი ქორწინება კატასტროფულად დაიწყო, რის გამოც სულ ათ დღეში ფილიპი მას გასცილდა და მისი დანიაში დაბრუნება განიზრახა. ამ დროს ისინი ოფიციალურად კვლავ ცოლ-ქმარი იყვნენ, რის გამოც ინგებორგი სუასონის სასახლეში გადავიდა. ამ ამბიდან სამ თვეში რომის პაპმა ისინი ოფიციალურად გაჰყარა ერთმანეთს, რის შემდეგაც ინგებორგი დანიაში დაბრუნდა, ფილიპმა კი ცოლად აგნეს მერანიელი შეირთო.
ინგებორგი ამ ამბით უკმაყოფილო იყო და თავიდანვე არ სურდა გაყრა. ფილიპის მესამე ქორწინებიდან მალევე მან მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა და დანიიდან კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. ინგებორგმა რომის პაპთან დელეგაცია გააგზავნა და ფილიპისთვის ცოლის გაცილება მოსთხოვა. რომის პაპი დანიის მეფის ასულს დათანხმდა და ფილიპს აგნესთან განქორწინებისკენ მოუწოდა, თუმცა ფილიპმა პაპი დააიგნორა. ინგებორგის ასეთმა ქმედებამ ფილიპი განარისხა. ვინაიდან ინგებორგი საფრანგეთში იყო, ფილიპმა ის დააპატიმრა და ეტამპის ციხესიმაგრეში გამოკეტა მრავალი წლის მანძილზე, საიდანაც ინგებორგი ძლივს გამოვიდა.
ინგებორგის განთავისუფლების შემდეგ, ფილიპმა მასზე ხელახალა დაქორწინება მოისურვა. ფილიპი და აგნეს მერანიელი 1196 წელს დაქორწინდნენ და ორი შვილი შეეძინათ - ფილიპი და მარი. როცა ფილიპმა კვლავ ინგებორგზე დაქორწინება მოისურვა, იგი 1200 წელს აგნესს გასცილდა, რომელიც ერთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. ცხადია ფილიპს ინგებორგზე ქორწინება მხოლოდ პოლიტიკური მიზნების გამო სურდა, ვინაიდან იგი დანიის პრინცესა იყო, დანია კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო. 1200 წელს ისინი ხელ მეორედ დაქორწინდნენ და ინგებორგი კვლავ დედოფალი გახდა. 1213 წლამდე ისინი თითქმის არ კონტაქტობდნენ, რის შემდეგაც სამუდამოდ შერიგდნენ. 1223 წელს კი ფილიპ II გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან თავის შვილებს დაუბარათ, რომ ინგებორგისთვის ეპატრონათ და მასზე ეზრუნათ. სიცოცხლის ბოლო წლები დედოფალმა ინგებორგმა ფუფუნებაში, უზრუნველობასა და ფუჭ დროის კარგვაში გაატარა. რაც უფრო ხანში შედიოდა, მით უფრო ცილდებოდა რელიგიურ ცხოვრებას. 1237 წლის 29 ივლისს ინგებორგ დანიელი გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alex Sanmark – The Princess in the Tower (History Today February 2006)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://epistolae.ccnmtl.columbia.edu/woman/68.html დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine.
- http://www.corpusetampois.com/che-20-guibourge1957etampes702chateauprison.html
- https://www.historyofroyalwomen.com/denmark/ingeborg-denmark-queen-france/
|