მარია არაგონელი (პორტუგალიის დედოფალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარია არაგონელი
D. Maria de Aragão (pormenor, vitral da Capela-mor da Igreja de Santa Maria da Vitória) - 1510-1513.png
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 ოქტომბერი, 1500
მმართ. დასასრული: 7 მარტი, 1517
წინამორბედი: ისაბელა არაგონელი
მემკვიდრე: ელეონორ ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1482
დაბ. ადგილი: კორდოვა, კასტილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 7 მარტი, 1517, (34 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალიის სამეფო
მეუღლე: მანუელ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: ჟუან III, პორტუგალიის მეფე
ისაბელი, საღვთო რომის იმპერატრიცა
ბეატრიზი, სავოიის ჰერცოგინია
ლუიში, ბეჟას ჰერცოგი
ფერნანდუ, გუარდას ჰერცოგი
აფონსუ, კარდინალი
ენრიკე I, პორტუგალიის მეფე
დუარტე, გიმარესის ჰერცოგი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ II, არაგონის მეფე
დედა: ისაბელ I, კასტილიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია არაგონელი (ესპ. María de Aragón, პორტ. Maria de Aragão; დ. 29 ივნისი, 1482, კორდოვა, კასტილიის სამეფო, ესპანეთი ― გ. 7 მარტი, 1517, ლისაბონი, პორტუგალიის სამეფო) ― ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ფერდინანდ II-ისა და კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1500-1517 წლებში როგორც მეფე მანუელ I-ის მეორე მეუღლე. პორტუგალიის ორი მეფის: ჟუან III-ისა და ენრიკე I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა 1482 წლის 29 ივნისს ქალაქ კორდოვაში. იგი იყო არაგონის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი პირველი ცოლის, კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ის მესამე ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მარიასთან ერთად დედოფალმა მეორე, მისი ტყუპისცალი ბავშვიც გააჩინა, თუმცა იგი მკვდარი დაიბადა. ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისიც გოგონა იყო, თუმცა თავად მარიას მშობლები ამტკიცებდნენ, რომ მეორე ბავშვი ბიჭი იყო. მარიას ამის გარდა კიდევ ჰყავდა დედმამიშვილები: ასტურიის პრინცი ხუანი, პორტუგალიის დედოფალი ისაბელა, ესპანეთის დედოფალი ხუანა I და ინგლისის დედოფალი კატალინა.

მარიას მშობლები დებთან ერთად მკაცრი კათოლიკური წესებით ზრდიდნენ. იგი შეისწავლიდა არითმეტიკას, ისტორიას, ფილოსოფიას, კლასიკურ ლიტერატურასა და არაერთ უცხო ენას, მათ შორის ლათინურს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ესპანეთის ინფანტას, მარიას არაერთი ხელისმთხოვნელი ჰყავდა ევროპის სხვადასხვა სამეფო ოჯახიდან. მას შემდეგ, რაც მისი უმცროსი და, ინფანტა კატალინა ცოლად ინგლისის მეფე ჰენრი VII-ის უფროს ძეს, უელსის პრინც არტურს გაჰყვა, მარიას მშობლებმა დააპირეს მისი მითხოვება შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV-ისათვის. დედოფალი ისაბელი ფიქტობდა, რომ თუ მარია შოტლანდიის დედოფალი გახდებოდა, ესპანელი დები შეძლებდნენ შოტლანდიისა და ინგლისის სამეფოებს შორის მშვიდობის და, შესაბამისად, ტახტების შენარჩუნებას. საბოლოოდ, მათი ეს გეგმა არ გამართლდა და ჯეიმზმა პირდაპირ ინგლისის პრინცესა მარგარეტ ტიუდორზე იქორწინა. უკვე მას შემდეგ, რაც 1498 წელს მარიას უფროსი და, დედოფალი ისაბელა არაგონელი გარდაიცვალა, მისმა ქმარმა, პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა ესპანეთთან ალიანსის შესანარჩუნებლად გამოთქვა ხელახალი ქორწინების იდეა ისაბელას დაზე.

ამრიგად, 1500 წლის 30 ოქტომბერს ალკასერ-დო-სალში მარია დააქორწინეს მისი დის ქვრივზე, პორტუგალიის მეფე მანუელ I-ზე, რითაც იგი პორტუგალიის ახალი დედოფალი გახდა.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიელები დედოფალ მარიას გარეგნულად აღწერდნენ, როგორც ფერმკრთალსა და გამხდარს, ძალიან სერიოზული ხასიათითა და ძლიერი პიროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი დედოფლობის პერიოდში პორტუგალია ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და უმდიდრესი სახელმწიფო იყო, თავად მარიას დიდი როლი არ ჰქონია მის მართვაში. იგი ერთობ სერიოზული და ღვთისმოსავი ქალი იყო, რის გამოც დიდ დროს უთმობდა კერვას, ღვთისმსახურებასა და თავისი შვილების მომავალ მონარქებად აღზრდას. მას ასევე ხშირი მიმოწერა ჰქონდა მშობლებთან და ახლოს იყო თავის მულთან, ბრაგანსის ჰერცოგინია იზაბელა ვიზეუელთან და დედამთილთან, ვიზეუს ჰერცოგინია ბეატრიზთან. მეფე მანუელი აფასებდა მის ამ თვისებებს, რის გამოც იგი დედოფალ მარიას ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდა, ორსულობების დროს კი მას ძვირადღირებული სამოსითა და ახალ-ახალი სამკაულებით ანებივრებდა.

დედოფალი მარია პოლიტიკურად აქტიური არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როგორც ცნობილია, იგი ქმარს ხშირად მოუწოდებდა შემწყნარებლობისაკენ. გარკვეულწილად ის ჩართული იყო მანუელის რელიგიურ პოლიტიკაში. იგი მხარს უჭერდა მის რელიგიურ-იმპერიულ პროექტს, რომელიც მოიაზრებდა მამლუქთა სახელმწიფოს დაპყრობას, შემდეგ კი მუსლიმთა წმინდა ქალაქების: მექისა და მედინას განადგურებას, ამის ხარჯზე კი იერუსალიმისა და ქრისტიანთათვის წმინდა მიწების გამოხდა. ამასთან, დედოფალი მარია გახდა ლისაბონში მდებარე ჟერონიმოშის მონასტრის თანადამფუძნებელი.

პორტუგალიაში ცხოვრების განმავლობაში, მარია თითქმის ყოველთვის ორსულად იყო. ჩვეულებრივ, მას რამდენიმე თვე ჰქონდა ხოლმე პაუზა მშობიარობიდან ახალ ორსულობამდე. ამან, ცხადია, მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია. 1516 წელს მშობიარობის შემდეგ იგი იმდენად დასუსტდა, რომ, როგორც ამბობდნენ, რამდენიმე საათი გონება ჰქონდა დაკარგული. საბოლოოდ იგი 1517 წლის 7 მარტს გარდაიცვალა ლისაბონში, 34 წლის ასაკში. დედოფალი მარია თავის მეთერთმეტე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც ბავშვით მუცელში დაიღუპა.

1518 წელს მანუელმა ცოლად მარიას დის, ხუანას უფროსი ქალიშვილი, ელეონორ ავსტრიელი შეირთო, რომელთანაც მოგვიანებით კიდევ ერთი შვილი შეირთო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ჟუან III D. João III - Cristóvão Lopes (attrib).png 7 ივნისი, 1502

ლისაბონი, პორტუგალია

11 ივნისი, 1557

ლისაბონი, პორტუგალია

(55 წლის)

პორტუგალიის მეფე 1521-1557 წლებში. ეწეოდა აქტიურ კოლონიზაციას და

პორტუგალიაში დაამკვიდრა ესპანური ინკვიზიცია. ცოლად შეირთო თავისი

დეიდაშვილი, ეკატერინე ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:

პორტუგალიის პრინცი ჟუან მანუელი და ასტურიის პრინცესა მარია მანუელა.

მისი შვილიშვილი იყო მეფე სებასტიან I.

ისაბელი La emperatriz Isabel de Portugal, por Tiziano.jpg 24 ოქტომბერი, 1503

ლისაბონი, პორტუგალია

1 მაისი, 1539

ტოლედო, ესპანეთი

(35 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, ესპანეთის მეფესა და საღვთო რომის

იმპერატორ კარლ V-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ესპანეთისა და

პორტუგალიის მეფე ფილიპე II, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია და

პორტუგალიის პრინცესა ხუანა. იყო ესპანეთის რეგენტი, გადაჰყვა მეშვიდე

მშობიარობას.

ბეატრიზი Ritratto di Beatrice di Braganza - Google Art Project (cropped).jpg 31 დეკემბერი, 1504

ლისაბონი, პორტუგალია

8 იანვარი, 1538

ნიცა, საფრანგეთი

(33 წლის)

ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო III-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი,

თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, მომავალი ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო

გადარჩა. გადაჰყვა მეცხრე მშობიარობას.

ლუიში Príncipe D. Luís, duque de beja.jpg 3 მარტი, 1506

აბრანტეში, პორტუგალია

27 ნოემბერი, 1555

მარვილა, პორტუგალია

(49 წლის)

ბეჟას ჰერცოგი. თავის სიძესთან ერთად 1535 წელს მონაწილეობდა ტუნისის

დაპყრობაში. ცოლად შეირთო ვიოლანტე გომესი, რომელთანაც შეეძინა

პორტუგალიის მეფე ანტონიუ I.

ფერნანდუ Fernando - Guarda & Trancoso.jpg 5 ივნისი, 1507

აბრანტეში, პორტუგალია

7 ნოემბერი, 1534

აბრანტეში, პორტუგალია

(27 წლის)

გუარდის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარიალვისა და ლულეს გრაფინია გიმარა

კუტინო, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი, ინფანტა ლუიზა.

აფონსუ Cardeal Infante D. Afonso -.jpg 23 აპრილი, 1509

ევორა, პორტუგალია

21 აპრილი, 1540

ლისაბონი, პორტუგალია

(30 წლის)

კათოლიკური ეკლესიის კარდინალი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და

უშვილო.

ენრიკე Henrique o Rei.jpg 31 იანვარი, 1512

ლისაბონი, პორტუგალია

31 იანვარი, 1580

ალმეირიმი, პორტუგალია

(68 წლის)

კათოლიკური ეკლესიის კარდინალი. ძმის შვილიშვილის, მეფე სებასტიანის

უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ იგი გადადგა თანამდებობიდან და 1578

წლიდან თავის გარდაცვალებამდე პორტუგალიის მეფე გახდა, თუმცა არ

დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.

მარია 3 თებერვალი, 1513 გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.
დუარტე Ambito Fiammingo, Palazzo della Pilotta - Don Duarte del Portogallo.jpg 7 ოქტომბერი, 1515

ლისაბონი, პორტუგალია

20 სექტემბერი, 1540

ლისაბონი, პორტუგალია

(24 წლის)

გიმარესის ჰერცოგი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, იზაბელა დე ბრაგანსა,

რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი: პარმის პრინცესა მარია და ბრაგანსის

ჰერცოგინია კატარინა.

ანტონიუ 9 სექტემბერი, 1516 გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bergenroth, G A, ed. (1862). "Spain: July 1498, 21-31". Calendar of State Papers, Spain, Volume 1, 1485-1509.
  • Harris, Carolyn (2017). Raising Royalty: 1000 Years of Royal Parenting. Dundurn Press.
  • Howe, Elizabeth Teresa (2008). Education and Women in the Early Modern Hispanic World. Ashgate Publishing Limited.
  • Serrano, Joana Bouza. Maria de Castela (1482-1517): uma rainha do Renascimento. In: As avis: as grandes rainhas que partilharam o trono de Portugal na segunda dinastia. 2ª ed. Lisboa: A Esfera dos Livros, 2009
  • Miron, E. L. (1913). "Doña Leonor of Alburquerque". The Queens of Aragon: Their Lives and Times. Brentano's. p. 265. Retrieved 21 August 2018.
  • "Mariana de Ayala Córdoba y Toledo". Ducal House of Medinaceli Foundation. Retrieved 21 August 2018.
  • Leese, Thelma Anna, Blood royal: issue of the kings and queens of medieval England, 1066–1399, (Heritage Books Inc., 1996), 222.
  • Armitage-Smith, Sydney (1905). John of Gaunt: King of Castile and Leon, Duke of Aquitaine and Lancaster, Earl of Derby, Lincoln, and Leicester, Seneschal of England. Charles Scribner's Sons. p. 77. Retrieved 17 May 2018.
  • Gerli, E. Michael; Armistead, Samuel G. (2003). Medieval Iberia. Taylor & Francis. p. 182. ISBN 9780415939188. Retrieved 17 May 2018.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon" . Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "John II of Aragon" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Ortega Gato, Esteban (1999). "Los Enríquez, Almirantes de Castilla" [The Enríquezes, Admirals of Castille] (PDF). Publicaciones de la Institución "Tello Téllez de Meneses" (in Spanish). 70: 42. ISSN 0210-7317.
  • Lee, Sidney, ed. (1896). "Philippa of Lancaster" . Dictionary of National Biography. 45. London: Smith, Elder & Co. p. 167.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]