ფერნანდუ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფერნანდუ II
Retrato de D. Fernando de Saxe-Coburgo e Gotha, Joseph-Fourtuné Layraud, 1877 - Palácio Nacional da Pena.png
პორტუგალიის პრინც-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1836
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1837
წინამორბედი: ავგუსტ დე ბოარნე
მემკვიდრე: სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენი
პორტუგალიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 16 სექტემბერი, 1837
მმართ. დასასრული: 15 ნოემბერი, 1853
წინამორბედი: მარია II
მემკვიდრე: პედრუ V
თანამმართველი: მარია II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ოქტომბერი, 1816
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 15 დეკემბერი, 1885, (69 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: მარია II, პორტუგალიის დედოფალი
(ქ. 1836 - გარდ. 1853)
ელიზა, ელდას გრაფინია
(ქ. 1869)
შვილები: პედრუ V, პორტუგალიის მეფე
ლუიშ I, პორტუგალიის მეფე
ჟუანი, ბეჟას ჰერცოგი
მარია ანა, საქსონიის პრინცესა
ანტონია, ჰოენცოლერნის პრინცესა
ფერნანდუ
ავგუსტუ, კოიმბრას ჰერცოგი
დინასტია: ვეტინები
მამა: ფერდინანდი, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
დედა: მარია ანტონია ფონ კოარი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Assinatura Fernando II.svg

ფერნანდუ II (პორტ. Fernando II), დაბადებით ფერდინანდ ფონ საქსენ-კობურგ-გოთა (გერმ. Ferdinand von Sachsen-Coburg-Gotha; დ. 29 ოქტომბერი, 1816 — გ. 15 დეკემბერი, 1885) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის პრინც-კონსორტი 1836-1837 წლებში და შემდგომში მეფე 1837-1853 წლებში როგორც დედოფალ მარია II-ის მეორე მეუღლე. პორტუგალიის ორი მეფის: პედრუ V-ისა და ლუიშ I-ის მამა. პედრუ V-ის რეგენტი 1853-1855 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდი დაიბადა 1816 წლის 29 ოქტომბერს ვენაში, ავსტრიის იმპერიაში. იგი იყო საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, მარია ანტონია ფონ კოარის უფროსი ვაჟი. მის ოჯახს დიდი მამულები ჰქონდა სლოვაკეთსა და გერმანიაში, ამასთან, უმაღლესი არისტოკრატიული წარმომავლობის გამო, საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორის კარზე ცხოვრობდნენ. იგი იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის ძმიშვილი, ასევე ბიძაშვილი ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და მისი დის, მექსიკის იმპერატრიცა შარლოტ ბელგიელისა. ის ასევე იყო ბიძაშვილი, დედოფალ ვიქტორიას ქმრის, პრინცი ალბერტის, რომლის ხაზითაც იგი ბიძად ერგებოდა დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს, გერმანიის იმპერატრიცა ვიქტორია ბრიტანელსა და მის დისწულს, რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას.

მისი დაბადებისას კობურგები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი საგვარეულო იყო, რომელთაც თითქმის ყველა ევროპულ სამეფო კარზე ჰქონდათ საკუთარი გავლენა.

1835 წელს, ნაადრევად და უშვილოდ დაიღუპა პორტუგალიის დედოფალ მარია II-ის საყვარელი მეუღლე, ლოიხტენბერგის ჰერცოგი ავგუსტ დე ბოარნე. მართალია დედოფალს მეორე ქორწინება აღარ სურდა, მაგრამ მემკვიდრის გაჩენის მიზნით მაინც გადაწყვიტა ხელახლა გათხოვება. მარიამ თავისი არჩევანი ფერდინანდზე შეაჩერა. დედოფალი მარია II და პრინცი ფერდინანდი 1836 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ ლისაბონში. მათ მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი და 1837 წელს პირველი ვაჟი, გაუჩნდათ, რომელსაც მარიას მამის პატივსაცემად პედრუ დაარქვეს. მომდევნო წლების მანძილზე, მარიამ კიდევ ათი ბავშვი გააჩინა, აქედან ექვსი ვაჟი იყო.

ფერდინანდმა იმდენად მარიასგან დიდი ნდობა მოიპოვა, რომ 1837 წელს იგი დედოფალმა თანამმართველად დაინიშნა. ამრიგად, იგი პორტუგალიის მეფე გახდა ფერნანდუ II-ის სახელით. მათი მმართველობა ძირითადად მშვიდობიანობითა და კეთილდღეობით ხასიათდება, მაგრამ იგი 1853 წელს, მარიას გარდაცვალებით დასრულდა. ამის შემდეგ ტახტი მათმა ვაჟმა, მეფე პედრუ V-მ დაიკავა, რომელსაც სრულწლოვანებამდე რეგენტად ფერნანდუ დაენიშნა. 1855 წელს მას რეგენტის სტატუსი შეუჩერდა, რის შემდეგაც მთელი ძალაუფლება დაკარგა.

ფერნანდუმ მალევე დატოვა სამეფო კარი და „ახალ სასახლეში“ გადასახლდა, რომელიც მანვე ააგო ჯერ კიდევ 1843 წელს. 1869 წელს, მარტოობისაგან დაღლილმა ფერნანდუმ მეორედ იქორწინა თავის საყვარელ გრაფინია დე ელდა ელიზაზე. მასა და ელიზას შვილები არ ჰყოლიათ, თუმცა დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად ცხოვრობდნენ ლისაბონში, თუმცა არა სამეფო კარზე. ფერნანდუ 1885 წლის 15 დეკემბერს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდუს შვილები მხოლოდ თავისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია II-ისგან ჰყავდა:

  1. პედრუ V (1837-1861), პორტუგალიის მეფე 1853-1861 წლებში, ცოლად შეირთო სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენი, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ გადაიყოლა ისიც;
  2. ლუიშ I (1838-1889), პორტუგალიის მეფე 1861-1889 წლებში, ტახტზე ავიდა ძმის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ. მან ცოლად შეირთო იტალიის მეფის ასული მარია პია სავოიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე კარლუშ I;
  3. მარია (1840), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. ჟუანი (1842-1861), ბეჟას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, იმსხვერპლა ქოლერას ეპიდემიამ;
  5. მარია ანა (1843-1884), ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე გეორგ I-ს, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრიდრიხ ავგუსტ III, რომლის ხაზითაც იყო ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის ბებია;
  6. ანტონია (1845-1913), ცოლად გაჰყვა ჰოენცოლერნის მთავარ ლეოპოლდს, რომელთანაც შეეძინა რუმინეთის მეფე ფერდინანდ I;
  7. ფერნანდუ (1846-1861), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, იმსხვერპლა ქოლერას ეპიდემიამ;
  8. ავგუსტუ (1847-1889), კოიმბრას ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  9. ლეოპოლდუ (1849), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  10. მარია (1851), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  11. ევგენიუ (1853), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Helga Schedl: Ferdinand II.. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 5, Duncker & Humblot, Berlin 1961, ISBN 3-428-00186-9, S. 94 (Digitalisat).
  • Neue Chronik der Weltgeschichte, wissenmedia Verlag, 2007, S. 350.
  • Wolfgang Menzel: Geschichte der Deutschen bis auf die neuesten Tage, Cotta 1843, S. 1225.
  • Oldenburgischer Staatskalender, Schulze 1843, S. 38.
  • Jahrbuch für Europäische Geschichte 2007, Band 8, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 2007, S. 112.
  • E. J. Feuchtwanger: Albert and Victoria: the rise and fall of the house of Saxe-Coburg-Gotha, Continuum International Publishing Group, 2006, S. 71.
  • Friedrich Wilhelm Schubert: Die Verfassungsurkunden und Grundgesetze der Staaten Europas, Band 2, A. Samter, 1850, S. 171.
  • Zeitschrift für die gesamte Staatswissenschaft, Verlag der H. Laupp'schen Buchhandlung, 1854, S. 302.
  • H. V. Livermore: A new history of Portugal, Cambridge University Press, 1976, S. 295