ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)
იერსახე
ბურგუნდიული დინასტია — პორტუგალიის გრაფების და შემდეგ სამეფო დინასტია. უფროსი ბურგუნდიული სახლის და, შესაბამისად კაპეტინგების დინასტიის შტო. დინასტიის წარმომადგენლები პორტუგალიას მართავდნენ 1093–1383 წწ.
დინასტიის დამაარსებელი იყო ენრიკე ბურგუნდიელი, პორტუგალიის პირველი გრაფი. მისი შვილი აფონსუ I დამპყრობელი გახდა პორტუგალიის პირველი მეფე.
1383 წელს, ფერნანდუ I გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ხელისუფლება გადაეცა გვერდითი შტოს ავისის დინასტიას, რომლის დამაარსებელიც გახდა ფერნანდუ I უკანონო შვილი ჟუან I, ავისის ორდენის მაგისტრი.
ბურგუნდიული დინასტიის მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალიის გრაფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენრიკე ბურგუნდიელი (პორტ. Henrique de Borgonha, ესპ. Enrique de Borgoña) — 1093—1112.
- ტერეზა ლეონელი (პორტ. Teresa de Leão, ესპ. Teresa de León) — 1112—1128. ენრიკეს ცოლი
- აფონსუ ენრიკეში (პორტ. Afonso Henriques) — 1128—1139. შემდეგ გახდა დამოუკიდებელი პორტუგალიის პირველი მეფე.
პორტუგალიის მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფონსუ I დამპყრობელი(პორტ. Afonso I o Grande) — 1139—1185.
- სანშუ I (პორტ. Sancho I o Povoador) — 1185—1211.
- აფონსუ II სქელი (პორტ. Afonso II de Portugal o Gordo) — 1211—1223.
- სანშუ II (პორტ. Sancho II o Pio) — 1223—1247.
- აფონსუ III (პორტ. Afonso III Bolonhês) — 1248—1279. პორტუგალიის რეგენტი 1245 წლის 21 სექტემბრიდან თავისი ძმის გარდაცვალებამდე, როდესაც მიიღო ყველა სამეფო პრივილეგია.
- დინიშ I (პორტ. Dinis I o Lavrador) — 1279—1325.
- აფონსუ IV (პორტ. Afonso IV o Bravo) — 1325—1357.
- პედრუ I (პორტ. Pedro I o Justiceiro) — 1357—1367.
- ფერნანდუ I (პორტ. Fernando I o Formoso) — 1367—1383.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- KINGS OF PORTUGAL. Foundation for Medieval Genealogy. ციტირების თარიღი: 2009-03-26.