მადლენა ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მადლენა დე ვალუა
Madeleine de valois
MadeleinedeValois.jpg
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი, 1537
მმართ. დასასრული: 7 ივლისი, 1537
წინამორბედი: მარგარეტ ტიუდორი
მემკვიდრე: მარია დე გიზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 აგვისტო, 1520
დაბ. ადგილი: სენ ჟერმენ-ან-ლაეს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 7 ივლისი, 1537 (16 წლის)
გარდ. ადგილი: ჰოლირუდის სასახლე, ედინბურგი, შოტლანდიის სამეფო
მეუღლე: ჯეიმზ V
დინასტია: ვალუები
მამა: ფრანსუა I (საფრანგეთი)
დედა: კლაუდია დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

მადლენა დე ვალუა (ფრანგ. Madeleine de Valois; დ. 10 აგვისტო 1520 — გ. 7 ივლისი 1537) — საფრანგეთის პრინცესა, შოტლანდიის დედოფალი 1537 წელს. საფრანგეთის მეფის ფრანსუა I დე ვალუასა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას ქალიშვილი. ჯეიმზ V-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადლენა დაიბადა 1520 წლის 10 აგვისტოს სენ ჟერმენ-ან-ლაეს სასახლეში. მამამისი იყო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, ხოლო დედა, საფრანგეთის დედოფალი კლაუდია დე ვალუა. 1527 წელს მადლენას დედა გარდაიცვალა, ვინაიდან იგი ძალიან სუსტი ბავშვი იყო. მადლენის აღზრდა მამიდამ, ნავარის დედოფალმა მარგარეტმა იკისრა. 1530 წელს მადლენის მამამ ცოლად იქორწინა პორტუგალიის მეფის ქვრივ ელეონორა ჰაბსბურგთან, რომელიც ლამაზი, განათლებული და კეთილი ქალი იყო.

მადლენას დაბადებიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ელეონორამ მშობლიური ავსტრიის მთიანეთში გაგზავნა სამკურნალოდ, საიდანაც იგი სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. 1533 წელს დაესწრო მისი ძმის ანრის ქორწინებას მდიდარ ფლორენციელ ქალ ეკატერინე მედიჩიზე.

ქორწინება და დედოფლობა შოტლანდიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ V სტიუარტი, მადლენის მეუღლე

1536 წლის 28 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა მადლენის უფროსი ძმა ფრანსუა, რომელიც საფრანგეთის დოფინი იყო. ითვლება, რომ იგი მოწამლა რძალმა ეკატერინე მედიჩიმ, ვინაიდან მოწამლული წყალიმ რომელიც ფრანსუას ჩოგბურთის თამაშიშას მიაწოდეს, მიაწოდა იტალიელმა გრაფმა, რომელიც ეკატერინეს მოკავშირე იყო, და ფრანსუას სიკვდილით ყველაზე მეტად თავად ეკატერინე იხეირებდა, ვინაიდან მისი მეუღლე ანრი დოფინი გახდებოდა. ამავე წელს ფრანსუა I-მა გადაწყვიტა მადგლენას გათხოვება. თავდაპირველად იგეგმებოდა მადლენის მითხოვება ესპანეთის ინფანტ ფილიპეზე, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა მადლენის შოტლანდიის მეფისათვის მითხოვება და ამით ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის გამყარება. მალე შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V სტიუარტი საფრანგეთში ჩავიდა და მადლენის ხელი ოფიციალურად ითხოვა. მალევე დაიწყეს საქორწინო სამზადისი და 1537 წლის 1 იანვარს მადლენასა და ჯეიმზს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჯვარი დასწერეს. ქორწინების პირველი თვეები საფრანგეთში გაატარეს და 1537 წლის მაისში შოტლანდიაში ჩავიდნენ და მოაწყვეს მადლენის შოტლანდიის დედოფლად კორონაცია. თუმცა მადლენისთვის დამღუპველი იყო შოტლანდიაში ცხოვრება. ვინაიდან ფილტვების პრობლემები ჰქონდა, შოტლანდიის ნისლიანმა კლიმატმა კი გამოიწვია ის, რომ მას კორონაციიდან რამდენიმე კვირაში ძველი დაავადებები კვლავ შემოუბრუნდა. მაისის ბოლოსთვის დაერთო ციებ-ცხელება და ხველაც.

მადლენა დე ვალუას გერბი

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ ექიმებმა დაადგინეს, რომ მადლენს ტუბერკულიოზი ჰქონდა. იმ ეპოქაში ტუბერკულიოზი არ იკურნებოდა და მადლენას სულ რამდენიმე კვირა ან თვე ჰქონდა დარჩენილი. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა შოტლანდიის მკაცრი და ნესტიანი კლიმატი. 1537 წლის ივნისი მადლენმა საწოლში გაატარა, ექიმებით გარშემორტყმულმა. 1537 წლის 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. მადლენას არ ჰყოლია შვილები, რის გამოც ჯეიმზმა მეორედ იქორწინა. გარდაცვალებისას მადლენა სულ 17 წლისა იყო. იგი გარდაიცვალა ჰოლირუდის სასახლეში, შოტლანდიის სამეფოს დედაქალაქ ედინბურგში და ამავე სასახლის ბაღშია დაკრძალული.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]