ადელაიდა აკვიტანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადელაიდა აკვიტანიელი
Adelaide of Aquitaine.jpg
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 987
მმართ. დასასრული: 996
წინამორბედი: ემა იტალიელი
მემკვიდრე: როზალა იტალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 952
გარდ. თარიღი: 1004
მეუღლე: ჰუგო კაპეტი
შვილები: 3 შვილი
დინასტია: კაპეტინგები
მამა: უილიამ III, აკვიტანიის ჰერცოგი
დედა: ადელ ნორმანდიელი
რელიგია: ქრისტიანობა

ადელაიდა აკვიტანიელი (ფრანგ. Adélaïde d'Aquitaine; დ. 952 - გ. 1004) — საფრანგეთის დედოფალი 987-996 წლებში, როგორც ჰუგო კაპეტის მეუღლე. საფრანგეთის მეფე რობერ II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა იყო აკვიტანიის ჰერცოგ უილიამ III-ისა და მისი ცოლის, ნორმანდიის ჰერცოგ როლოს ასულ, ჰერცოგინია ადელ ნორმანდიელის ქალიშვილი. 969 წელს თავისი მდგომარეობის გასამყარებლად, მამამისმა ადელაიდა იმ დროის უძლიერეს ფრანგ დიდგვაროვან ჰუგო კაპეტს მიათხოვა.

987 წელს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი V, რომელიც საფრანგეთის ტახტზე კაროლინგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ტახტზე ადელაიდას ქმარი ჰუგო ავიდა და ადელაიდაც დედოფალი გახდა. ისინი მეფე დედოფლად ნოიონში ეკურთხნენ და სწორედ ისინი გახდნენ საფრანგეთში კაპეტინგების დინასტიის დამფუძნებლები.

ჰუგოს უყვარდა თავისი მეუღლე და ყოველთვის იზიარებდა მის აზრს. სწორედ ადელაიდას მოწოდებით დაამყარა მშვიდობა ჰუგომ მეზობელ გერმანიასთან. ჰუგო 996 წელს გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი რობერ II ავიდა. ამ ამბიდან 8 წელიწადში გარდაიცვალა ადელაიდაც, 1004 წელს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იადვიგა (დ. 969 - გ. 1013), მიათხოვეს მონის გრაფ რეჟინარ IV-ს;
  • რობერ II (დ. 972 - გ. 1031), საფრანგეთის მეფე 996 წლიდან გარდაცვალებამდე, იქორწინა სამჯერ, პირველად როზალა იტალიელზე, მეორედ ბერთა ბურგუნდიელზე და მესამედ კონსტანსია არლზე. შვილები მხოლოდ მესამე ცოლთან შეეძინა;
  • გიზელა (დ. 973 - გ. 1002), მიათხოვეს პონტოს გრაფ ჰუგო I-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Women's Biography: Adelaide of Aquitaine, queen of the Franks". Epistolae: Medieval Women's Latin Letters. Retrieved 7 December 2011.
  • "Adelaide of Aquitaine (wife of Hugh Capet, King of France)". RoyaList Online. Archived from the original on 12 June 2012. Retrieved 7 December 2011.