იზაბელა ენოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზაბელა ენოელი
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 28 მაისი, 1180
მმართ. დასაწყისი: 28 აპრილი, 1180
მმართ. დასასრული: 15 მარტი, 1190
წინამორბედი: ადელ შამპანელი
მემკვიდრე: ინგებორგ დანიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აპრილი, 1170
დაბ. ადგილი: ვალენსიენი, ენოს საგრაფო
გარდ. თარიღი: 15 მარტი, 1190, (19 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის სამეფო
მეუღლე: ფილიპ II, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუი VIII, საფრანგეთის მეფე
მამა: ბალდვინ V, ენოს გრაფი
დედა: მარგარეტე I, ფლანდრიის გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელა ენოელი (ფრანგ. Isabelle de Hainault; დ. 5 აპრილი, 1170 — გ. 15 მარტი, 1190) — ენოს გრაფ ბალდვინ V-ისა და ფლანდრიის გრაფინია მარგარეტე I-ის უფროსი ასული. არტუას საგრაფოს ფორმალური დე იურე მმართველი 1180-90 წლებში. აგრეთვე საფრანგეთის დედოფალი 1180-1190 წლებში როგორც ფილიპ II-ის პირველი ცოლი. საფრანგეთის მეფე ლუი VIII-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელა დაიბადა 1170 წლის 5 აპრილს, ენოს საგრაფოს დედაქალაქ ვალენსიენში. იგი იყო ენოს გრაფ ბალდვინ V-ისა და მისი ცოლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარეტე I-ის პირველი ასული. როდესაც იგი ერთი წლის გახდა, მამამისმა იზაბელა დანიშნა მომავალში შამპანის გრაფ ანრიზე. ანრი იყო თვით საფრანგეთის დედოფალ ადელ შამპანელის ძმის შვილი. 1779 წელს ორივე მამაკაცმა ფიცი დადო, რომ ამ ქორწინებით უნდა გაემყარებინათ შამპან-ენოს ალიანსი. თუმცაღა შემდგომში იზაბელას მამამ ეს ნიშნობა მაინც ჩაშალა და იგი საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ზე დანიშნა.

საფრანგეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1180 წლის 28 აპრილს იზაბელა დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ზე. ამ ქორწინების შემდეგ იზაბელას ფორმალურად მიენიჭა არტუას გრაფინიის წოდება. თვითონ ეს ქორწინება მოწყობილი იყო მეფე ფილიპის ბიძის, ფლანდრიის გრაფის მიერ, რომელიც მეფის პირველი მრჩეველი იყო.

ქორწინებიდან ერთ თვეში, 1180 წლის 28 მაისს სენ დენის ბაზილიკაში იზაბელა საფრანგეთის დედოფლად ეკურთხა. ბოლდვინ V-მ ამის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო ჭეშმარიტად კაროლინგებისა და კაპეტინგების დინასტიის უძლიერესი კავშირი.

იზაბელასა და ფილიპის ქორწილს არ დაესწრო დედა-დედოფალი ადელ შამპანელი, რადგანაც ქვეყანაში ახალი დედოფლის მოსვლა მისი გავლენის სერიოზულ შერყევას ნიშნავდა და თავიდანვე უნახავად შეიძულა იზაბელა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დედოფალი ძალიან ლამაზი, გონიერი და ექსტრავაგანტური იყო, მან ვერ შესძლო მეფისთვის თავის შეყვარება, რადგან იგი ამ დროს მხოლოდ 14 წლის გოგონა იყო. იმავდროულად, 1184 წელს ფილიპმა ომი გამოუცხადა ფლანდრიას, რაც ამ ალიანსის დარღვევა იყო. ამან ცხადია განაცხადა იზაბელა და ბალდვინ ენოელი, ვინაიდან ფლანდრიის მმართველი იზაბელას დედა იყო. სწორედ ამ დროს იზაბელამ თავისი დიდი ძალა გამოიყენა. იგი ძალიან უყვარდათ ფრანგების დაბალ ფენებში, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენდა. დედოფალმა ამის შესახებ ხალხში ჭორები გაავრცელა, რის გამოც აბობოქრებული ბრბო პირდაპირ სასახლეში მივარდა და ფლანდრიასთან ომის შეწყვეტას ყვირილით მოითხოვდა.

რობერმა, ანუ მეფის ბიძამ მას ურჩია ცოლს მოლაპარაკებოდა. ფილიპი და იზაბელაც შეთანხმდნენ და ფლანდრიაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ იზაბელას კუთვნილი არტუა საფრანგეთის შემადგენლობაში გადავიდა.

საბოლოოდ, 1187 წლის 5 სექტემბერს იზაბელამ გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი, ტახტის მემკვიდრე ლუი კაპეტი (შემდგომში ლუი VIII).

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მეორე ორსულობა კატასტროფულად მძიმე იყო. 1190 წლის 14 მარტს მან უმძიმესი მშობიარობით ტყუპი ვაჟები გააჩინა — რობერი და ფილიპი. საშინლად გართულებული მშობიარობის გამო დედოფალი იზაბელა მეორე დღესვე, 1190 წლის 15 მარტს, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ნოტრ დამის კათედრალში დაკრძალეს. როგორც ფრანგების უსაყვარლესი დედოფალს, მას ხალხი მთელი შემდგომი 20 წლის მანძილზე გლოვობდნენ ფილიპის შემდგომის ცოლი, დედოფალი ინგებორგ დანიელი კი საშინლად შეიძულეს.

მისი ტყუპი ბიჭები მხოლოდ ოთხი დღის მანძილზე ცხოვრობდნენ და 18 მარტს ორივენი დაიხოცნენ. მისი ვაჟი ლუი ჯერ არტუას გრაფი, შემდეგ კი საფრანგეთის მეფე გახდა. ფილიპმა კი კიდევ სამჯერ იქორწინა: მალევე ცოლად შეირთო ინგებორგ დანიელი, რომელსაც გასცილდა და ცოლად შეირთო აგნეს მერანიელი, რომელსაც ასევე გასცილდა და კვლავ ინგებორგ დანიელი შეირთო ცოლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bouchard, Constance Brittain (1987). Sword, Miter, and Cloister: Nobility and the Church in Burgundy, 980-1198. Cornell University Press.
  • Bouyer, Christian (1992). Les reines de France. Perrin.
  • Bradbury, Jim (1997). Philip Augustus: King of France 1180-1223. Routledge.
  • Nolan, Kathleen D. (2003). Capetian Women. Palgrave Macmillan.