შინაარსზე გადასვლა

ბერთა ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერთა ბურგუნდიელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 996
მმართ. დასასრული: 1000
წინამორბედი: როზალა იტალიელი
მემკვიდრე: კონსტანსია დ’არლი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 964
გარდ. თარიღი: 16 იანვარი, 1010
მეუღლე: ოდო I, ბლუას გრაფი
რობერ II, საფრანგეთის მეფე
დინასტია: ველფები
მამა: კონრად I, ბურგუნდიის მეფე
დედა: მატილდა ფრანგი
რელიგია: ქრისტიანობა

ბერთა ბურგუნდიელი (გერმ. Bertha von Burgund, ფრანგ. Berthe de Bourgogne; დ. 964 — გ. 16 იანვარი, 1010) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის მეფე კონარდ I-ისა და დედოფალ მატილდა ფრანგის ასული. საფრანგეთის დედოფალი 996-1000 წლებში როგორც რობერ II-ის მეორე ცოლი.

ბერთა დაიბადა 964 წელს. იგი იყო ბურგუნდიის მეფე კონრად I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მატილდა ფრანგის უფროსი ასული. მას სახელი მამის დედის, დედოფალ ბერთა შვაბიელის პატივსაცემად დაარქვეს. დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა საფრანგეთის მეფე ლუი IV და დედოფალი გერბერგა საქსონიელი იყვნენ.

983 წელს ბერთა მიათხოვეს ბლუას გრაფ ოდო I-ს, რომელთანაც მას შვიდი შვილი შეეძინა.

996 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ბერთა მალევე ცოლად გაჰყვა საფრანგეთის ახლადგაქნორწინებულ მეფე რობერ II-ს, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თავისი ნაყოფიერებით ცნობილი ბერთა შვილებს გაუჩენდა. აქამდე რობერს ცოლად ბერნარდ II-ის ასული როზალა იტალიელი ჰყავდა, რომელსაც ბერთას მსგავსად პირველ ქმართან შვილები ჰყავდა, თუმცა რობერთან ვერ გააჩინა. ამის გამო, ცხადია კაპეტინგების დინასტია სერიოზული საფრთხის ქვეშ იდგა.

თავიდან მათი ქორწინება უკანონოდ ითვლებოდა, თუმცა საბოლოოდ რომის პაპმა გრიგოლ V-მ ეს ქორწინება ლეგიტიმურად სცნო. მალევე ბერთასა და რობერს შვილი შეეძინა, თუმცა იგი მალევე დაიღუპა. ამის შემდეგ, რამდენიმე წელი ბერთა ბავშვს ვეღარ აჩენდა, რის გამოც რობერ II-მ პაპ სილვესტერ II-ს ბერთასთან განქორწინება სთხოვა. 1000 წელს რომის პაპმა მათი ქორწინების ანულირება მოახდინა, რის შემდეგაც ბერთას ჩამოერთვა საფრანგეთის დედოფლის წოდება.

სულ მალე რობერმა მესამედ იქორწინა კონსტანსია დ'არლზე, რომელთანაც საბოლოოდ შეეძინა მემკვიდრეები. თავად ბერთა გარდაიცვალა 1010 წლის 16 იანვარს.

  1. რობერი (980), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. თეობალდ II (985-1004), ბლუას გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ოდო II (990-1037), ბლუას გრაფი, დაქორწინდა ორჯერ, თუმცა სულ სამი შვილი შეეძინა;
  4. ტიერი (991-996), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. აგნესი (?-?), ცოლად გაჰყვა ტრუას ვიკონტ გაი დე ტორნუას;
  6. როჟერი (995-1002), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  • Stefan Weinfurter, The Salian Century: Main Currents in an Age of Transition, transl. Barbara M. Bowlus, (University of Pennsylvania Press, 1999), 46.
  • Burgundy and Provence 879-1032, Constance Brittain Bourchard, The New Cambridge Medieval History, Vol. III, ed. Timothy Reuter, (Cambridge University Press, 1999), 342.