მარია პია სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია პია სავოიელი
Maria Pia di Savoia
María Pía de Saboya, reina consorte de Portugal (Museo del Prado).jpg
მარია პია 1871 წელს, ნახატი ინახება პრადოს მუზემუში
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 ოქტომბერი, 1862
მმართ. დასასრული: 19 ოქტომბერი, 1889
წინამორბედი: სტეფანია ჰოჰენცოლერნ-ზიგმარიგენი
მემკვიდრე: ამელია ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი, 1847
დაბ. ადგილი: ტურინი, სარდინიის სამეფო
გარდ. თარიღი: 5 ივლისი, 1911, (63 წლის)
გარდ. ადგილი: ნიჩელინო, იტალიის სამეფო
მეუღლე: ლუიშ I, პორტუგალიის მეფე
შვილები: კარლუშ I, პორტუგალიის მეფე
აფონსუ, პორტუს ჰერცოგი
მამა: ვიტორიო ემანუელე II, იტალიის მეფე
დედა: ადელაიდა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Assinatura Maria Pia de Sabóia.svg

მარია პია სავოიელი (იტალ. Maria Pia di Savoia, პორტ. Maria Pia de Saboia; დ. 16 ოქტომბერი, 1847 — გ. 5 ივლისი, 1911) — სარდინიის (შემდგომში იტალიის მეფე) მეფე ვიტორიო ემანუელე II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ადელაიდა ავსტრიელის ქალიშვილი. 1862 წლის 6 ოქტომბერს ლისაბონში ცოლად შერთეს პორტუგალიის მეფე ლუიშ I-ს. 1889 წლამდე ატარებდა პორტუგალიის დედოფლის წოდებას. იგი იყო პორტუგალიის მეფე კარლუშ I-ის დედა. მისმა ნათლიამ, რომის პაპმა პიუს IX-მ მას ოქროს ვარდის ორდენი გადასცა. იგი აგრეთვე იყო წმინდა იზაბელის ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია პია დაიბადა 1847 წლის 16 ოქტომბერს, სარდინიის სამეფოს დედაქალაქ ტურინში. იგი იყო მეფე ვიტორიო ემანუელე II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ადელაიდა ავსტრიელის ქალიშვილი. მისი და, მარია კლოტილდა მიათხოვეს საფრანგეთის პრინც ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი ძმები — უმბერტო I იტალიის, ხოლო ამადეო I ესპანეთის მეფე გახდა.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1862 წლის 6 ოქტომბერს მარია პია მიათხოვეს პორტუგალიის მეფე ლუიშ I-ს. როგორც დედოფალი, მარია პია ძალიან ექსტრავაგანტული და ქველმოქმედი იყო. მან იმდენი საქველმოქმედო საქმიანობა გააკეთა პორტუგალიელებისთვის, რომ მათ დედოფალს "ქველმოქმედი ანგელოზი" და "ღარიბთა დედა" დაარქვეს. 1865 წლიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირა სასახლეში მასკარადებს მართავდა. ხოლო როდესაც პარლამენტმა დედოფალს ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა, მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„თუ თქვენ გსურთ გყავდეთ დედოფალი, უნდა გადაიხადოთ მისთვის !“

მისი დედოფლობის პერიოდში, ლისაბონის სასახლეში ყოველდღიურად საოცარი ბანკეტები და ძალიან პომპეზური მიღებები იმართებოდა, რაც სამეფო ხაზინას ძირს უთხრიდა.

როგორც დედოფალი, მარია პია პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა 1870 წელს სალდანას ჰერცოგ ჟაო კარლუშთან დიდი განხეთქილება მოუვიდა, რა დროსაც მან ჟაოს უთხრა:

ვიკიციტატა
„მე რომ მეფე ვიყო, აუცილებლად გესროდით !“

ქვრივი დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წლის 19 ოქტომბერს მეფე ლუიშ I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მათი ვაჟი კარლუშ I ავიდა და მარია პია დედა-დედოფალი გახდა. იგი კვლავ ძალიან აქტიურ პირად დარჩა და ხშირად მართავდა ბანკეტებს. როდესაც მისი ვაჟი და რძალი, ანუ მეფე-დედოფალი ქვეყანაში არ იყვნენ, მარია პია რეგენტად მუშაობდა. 1908 წლის 1 თებერვალს აჯანყებულმა პორტუგალიელემბა მეფე კარლუში მოკლეს და მონარქია დაამხეს. მარია პია იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1910 წელს მეფე მანუელ II რევოლუციით პორტუგალიის ტახტიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც პორტუგალია საბოლოოდ ჩამოყალიბდა რესპუბლიკად. მარია პია კვლავ იტალიაში რჩებოდა, სადაც 1911 წლის 5 ივლისს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კარლუშ I (დ. 28 სექტემბერი, 1863 — გ. 1 თებერვალი, 1908), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ამალია ორლეანელი, მოკლეს აჯანყებულებმა, რასაც მონარქიის გაუქმება და პორტუგალიის რესპუბლიკად გამოცხადება მოჰყვა;
  2. აფონსუ (დ. 31 ივლისი, 1865 — გ. 21 თებერვალი, 1920), პორტუს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ნევადა სტუდ ჰაისი, მონარქიის დამხობის შემდეგ პორტუგალიური ინდოეთის გუბერნათურად და სამეფო პრიცად გამოცხადდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]