როდესაც საფრანგეთის მეფეფილიპე IV გარდაიცვალა, მისი ვაჟი ლუი Xსაფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა (ვინაიდან დედამისი ნავარის დედოფალი იყო). 1315 წელს ლუიმ თავისი მეუღლე მარგარიტა ბურგუნდიელი და საკუთარი და იზაბელა ფრანგიმრუშობაში დამნაშავეებად სცნოთ და დააპატიმრა. მალევე რომის პაპის ნებართვით მეუღლეს გასცილდა. მიუხედავად ამისა, დედოფლის გავლენების წყალობით ისე მოხდა, რომ ლუიმ მის გარდაცვალებამდე სხვა ქალზე ვერ იქორწინა. 1315 წელს დედოფალი მოკლეს, სავარაუდოდ ის მეფის ბრძანებით დაახრჩეს მის საკანში. ამგვარად მან მეორე მეუღლის ძიება დაიწყო და არჩევანი კლიმენციაზე შეაჩერა. 1315 წლის 19 აგვისტოს ლუი და კლიმენცია დაქორწინდნენ, ამავე წლის 24 აგვისტოს კი თავად რომის პაპმა აკურთხა კლიმენცია საფრანგეთისა და ნავარის დედოფლად.
კლიმენცია უნგრელის გერბი 1315-1328 წლებში
1316 წლის 5 ივნისსლუი X გარდაიცვალა, კლიმენცია კი ამ დროს რამდენიმე თვის ორსული იყო. კლიმენციას ორსულობის დროს სანამ ის მონარქს გააჩენდა, ქვეყანას ლუის ძმა ფილიპი მართავდა. ფილიპმა იმდენი გაბედა, რომ კლიმენციას ბავშვის ტახტზე უფლებები უარყო და მეფობა თავად მოისურვა. თავად კლიმენცია კი ფილიპს რეგენტად არ სცნობდა. 1316 წელს კლიმენციამ ვაჟი გააჩინა, რომელიც დაბადებისთანავე აკურთხეს საფრანგეთისა და ნავარის მეფე ჟან I-დ. მიუხედავად ამისა, ჟანი ხუთი დღის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ ხელისუფლება მთლიანად ფილიპემ აიღო ხელში და თავი საფრანგეთისა და ნავარის მეფე ფილიპ V-დ გამოაცხადა. დედოფალ კლიმენციას კი რომის პაპი იოანე XXII არჩენდა და ზრუნავდა მასზე.
კლიმენცია მიუხედავად იმისა, რომ აღარანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდა, აქტიურად ერეოდა სამეფო კარის ცხოვრების წესში. იგი ასევე აქტიურად ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაშიც, ფილიპ V-ის წინააღმდეგ აქეზებდა ნორმანდიის, შამპანისა და ბრეტანის მმართველებს. კლიმენცია სიცოცხლის ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა, მას აქტიურად უგზავნიდნენ წერილებს, ფულსა და საჩუქრებს პარიზიდან, უნგრეთიდან და რომიდან. 1328 წლის 12 ოქტომბერს კლიმენცია გარდაიცვალა, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. იგი დაკრძალეს სენ-დენის მეფეთა სასაფლაოზე, მისი მეუღის გვერდით.