მარია მედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია მედიჩი
Marie de' Medici
Maria de' Medici Frans Pourbus the Younger (detail).jpg
საფრანგეთის და ნავარის დედოფალი
კორონაცია: 13 მაისი 1610
მმართ. დასაწყისი: 17 დეკემბერი 1600
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1610
წინამორბედი: მარგარიტა დე ვალუა
მემკვიდრე: ანა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 აპრილი 1575
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი: 3 ივლისი 1642 (67 წლის)
გარდ. ადგილი: კიოლნი, საღვთო რომის იმპერია
მეუღლე: ანრი IV
შვილები: ლუი XIII, ელიზაბეტა დე ბურბონი, კრისტინა მარია დე ბურბონი. ნიკოლას ანრი, გასტონი, ანრიეტა მარია დე ბურბონი
დინასტია: მედიჩები
მამა: ფრანჩესკო I მედიჩი
დედა: ჟანა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი


მარია მედიჩი (იტალ. Maria de' Medici, ფრანგ. Marie de Médicis) (26 აპრილი 1575 ფლორენცია - 3 ივლისი 1642 კიოლნი) —ტოსკანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ასული. 1600-1610 წლებში საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი როგორც ანრი IV-ის მეუღლე. ლუი XIII-ის დედა და მისი რეგენტი 1610-1614 წლებში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მედიჩის გერბი

მარია მედიჩი დაიბადა 1575 წლის 26 აპრილს ტოსკანის დიდი ჰერცოგის - ფრანჩესკო I მედიჩის ოჯახში. მარიას დედა იყო ავსტრიის პრინცესა ჟანა ავსტრიელი. მარია ოჯახში მეექვსე შვილი იყო. მის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ თუმცა, სრულწლოვანებამდე მხოლოდ მარიამ და მისმა უფროსმა დამ - ელეონორამ მიაღწიეს.

მარია მედიჩი თვით ლორენცო I "ბრწყინვალეს'' პირდაპირი შთამომავალი იყო. მის გათხოვებაზე მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს ფიქრი, თუმცა შესაბამისი საქმროს ძიებამ დიდხანს გასტანა.

როგორც ისტორიკოსები აღწერენ მას ჰქონდა მაღალი შუბლი, თხელი ქერა თმა, თაფლის ფერი თვალები და თოვლივით ქათქათა კანი. ამასთან იგი იყო მშვილი, გაწონასწორებული, განათლებული მაგრამ ინტრიგებისა და ძალაუფლების მოყვარული გოგონა, რაც მედიჩების თანდაყოლილი თვისება იყო.

საფრანგეთის დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას და ანრის ქორწინება

1599 წელს საფრანგეთისა და ნავარის მეფე - ანრი IV დე ბურბონი გაცილდა დედოფალ მარგარიტა დე ვალუას. 1600 წელს კი ანრიმ იქორწინა მარია მედიჩზე. ისინი ფლორენციაში დაქორწინდნენ და ქორწილში 4 000 ადამიანი დაპატიჟეს. ქორწილში უამრავი სასიამოვნო გასართობი იყო, მათშორის საოპერო მუსიკის ახალი ჟანრის მაგალითებიც. მარიას მზითვებში 60 000 ოქროს მონეტა და უამრავი უძვირფასესი სამკაული გაატანეს. 1601 წლის 21 სექტემბერს მარიამ ტახტის მემკვიდრე - ლუი დე ბურბონი გააჩინა.

ქორწინების დროს მარია 25 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 47-ის. ქორწინება თავიდან ბედნიერად დაიწყო რასაც ხელი ლუის დაბადებამაც შეუწყო, მაგრამ ანრი მამამისს ჰგავდა და გამუდმების ქალებისაკენ გაურბოდა თვალი. იგი მარგარიტა ვალუასაც ხშირად ღალატობდა და მარიასთან ქორწინების შემდეგ მალევე მასაც უღალატა და კვლავ უამრავი საყვარელი გაიჩინა.  ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, ანრიეტა დ'ანტრაგი1601 წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ 1604 წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ 1609 წელს დასრულდა, როდესაც ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.

ამავე წელს ანრიმ ავსტრიასთან საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ 1610 წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, ეტლი გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი რავაიაკი აღმოჩნდა. ეს მოხდა 1610 წლის 14 მაისს, ამავე წლის 13 მაისს იყო მარია მედიჩის დედოფლად კორონაცია, ანუ ფაქტიურად მარიას ნამდვილი დედოფლის გვირგვინი მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა.

ახლად დაქვრივებული მარია თავის ვაჟ ლუი XIII-სთან ერთად

მხატვრული პატრონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას ისევე, როგორც სხვა იტალიელ ქალბატონებს ძალიან უყვარდა ხელოვნება და მფარველობდა მას. 1612 წელს ააშენებინათ ლუქსემბურგის საოცარი სასახლე. 1615 წელს დააფინანსა სოლომონ დე ბროსის სამხატვრო გამოფენა. ამავე წელს სამეფო კარზე მხატვრად აიყვანა პეტერ პაულ რუბენსი. მარიამ მთელი თავისი მზითვები და სიმდიდრე საფრანგეთში ხელოვნებისა და კულტურის აღორძინებას შესწირა. ასევე დააფინანსა ექსპედიციები ამერიკაში და შექმნა ფრანგული კოლონია კანადა.

დედა დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მედიჩის პორტრეტი

ანრის სიცოცხლეში მარია თითქმის შუემჩნეველი ფიგურა გახდა, მაგრამ ვითარება 1610 წლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ მარიას უფროსი ვაჟი - ლუი XIII ამ დროისათვის მცირეწლოვანი იყო, საჭირო გახდა რეგენტის დანიშვნა. ფრანგებმა რეგენტად მარია მედიჩი აირჩიეს. მარიამ საფრანგეთის სამეფო კარზე გაზარდა კათოლიკე იტალიელების გავლენები რათა დაეთრგუნდა პროტესტანტები. 1614 წელს ლუი XIII-ს ცოლად შერთო ესპანეთის პრინცესა - ანა ავსტრიელი, ხოლო ანას ძმას ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე - ფილიპე IV-ს მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ელიზაბეტა ბურბონი. ამით მან მჭიდრო კავშირი შეკრა კათოლიკურ სახელმწიფოებთან და იმდროის ევროპის უძლიერეს დინასტია - ჰაბსბურგებთან დაამყარა ნათესაური კავშირი. ამ მოვლენიდან მალევე მარიამ სავოიის ჰერცოგ - ვიტორიო ამადეო I-ს მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი კრისტინა მარია დე ბურბონი, რითაც კიდევ ერთი კათოლიკე მოკავშირე გაიჩინა. 1625 წელს კი თავისი ნაბოლარა ქალიშვილი - ანრიეტა მარია დე ბურბონი, მიათხოვა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჩარლზ I-ს, რითაც მან ფრანგი პროტესტანტების მთავარი დამხმარე საკუთარ მოკავშირედ აქცია. ამავე დროს ლუი XIII სრულწლოვანი ხდება და მარიას რეგენტის სტატუსი ჩამოერთვა.

კარდინალი რიშელიე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდში მარიას ყურადღებას იქცევს პარიზის ეპისკოპოსი არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე, რომელიც თავისი შორსმჭვრეტელობით სახელგანთქმული კაცი იყო.  მან რიშელიე სასახლეში მიიწვია და 1622 წელს მისი შვილის – ლუი XIII-ის სრულწლოვანებისას კარდინალობა უბოძა. რიშელიე 1624 წელს გახდა მეფის მთავარი მრჩეველი. ლუი ნადირობასა და მუსიკას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებს. მეფემ დაინახა მისი შესაძლებლობები და მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა.

1627 წ. რიშელიეს მეთაურობით საფრანგეთის სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ლა-როშელს, ჰუგენოტების მთავარ სიმაგრეს. მან ააგო 1 მილის ( 1, 6 კმ) სიგრძის ბარიერი, რათა გამოეცალკევებინა ისინი ზღვისგან. 1 წლის ალყის შემდეგ მშიერი ქალაქი დანებდა. ამ დამარცხებამ ჰუგენოტთა პოლიტიკური ძალაუფლება დაასრულა, მაგრამ რიშელიემ დაუტოვა მრწამსის უფლება და სამოქალაქო უფლებები.

1630 წელს დედა დედოფალმა მარია მედიჩიმ, დედოფალმა ანა ავსტრიელმა და ლუის ძმამ გასტონ დე ბურბონმა რიშელიეს წინააღმდეგ სცადეს გადატრიალების მოწყობა, თუმცა გეგმა ჩაიფუშა და ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. რიშელიემ მეფის ას პროცენტიანი ნდობა და მფარველობა მოიპოვა, რამაც მისი უფლებების საოცარი ზრდა გამოიწვია. საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად ზღუდავდა რიშელიე ფრანგული არისტოკრატიის ძალაუფლებას. მან გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად, უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. რიშელიემ აგრეთვე დანიშნა სამეფო ოფიცრები, რათა თვალყური ედევნებინათ პროვინციების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი. რიშელიეს ასეთი ძალაუფლების ზრდამ დედა დედოფალი მარია მედიჩი აიძულა 1631 წელს ბრიუსელში გადასულიყო, ხოლო 1638 წელს კი ამსტერდამში.ჰოლანდიელებმა მისი ვიზიტი საოცრად აღნიშნეს, ამავე წელს იგი ეწვია თავის ქალიშვილს ანრიეტა მარიას, ინგლისში.

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1638 წელს ლონდონში თავის ქალიშვილთან რამდენიმე თვით დარჩა, შემდეგ კი კიოლნში გაემგზავრა. 1642 წლის 3 ივლისს ქალაქ კიოლნში მარია მედიჩი გარდაიცვალა. მალევე იგი გადაასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს სენ დენის მეფეთა სასაფლაოზე ანრი IV-ის გვერდით. ამავე წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა კარდინალი რიშელიეც, ხოლო სულ რაღაც ერთ წელიწადში 1643 წლის 14 მაისს გარდაიცვალა ლუი XIII-ც.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტრეტი სახელი დაბ.თარიღი გარდ. თარიღი ტიტული მეუღლე
LouisXIII.jpg ლუი XIII დე ბურბონი 27 სექტემბერი 1601 14 მაისი 1643 საფრანგეთის და

ნავარის მეფე

ანა ავსტრიელი
Diego Velázquez - Queen Isabel of Bourbon Equestrian - WGA24413.jpg ელიზაბეტა დე ბურბონი 22 ნოემბერი 1602 6 ოქტომბერი 1644 ესპანეთის და

პორტუგალიის

დედოფალი

ფილიპე IV ჰაბსბურგი
Christine of France, Duchess of Savoy by Nicolas Mignard, Galleria Sabauda.jpg კრისტინა მარია დე

ბურბონი

10 თებერვალი 1606 27 დეკემბერი 1663 სავოიის

ჰერცოგინია

ვიტორიო ამადეო I

სავოიელი

_ ნიკოლას ანრი დე

ბურბონი

16 აპრილი 1607 17 ნოემბერი 1611 ტიტული არ ჰქონია მეუღლე არ ჰყოლია
Gaston of France, Duke of Orléans by Anthony van Dyck (Musée Condé).jpg გასტონ დე ბურბონი 25 აპრილი 1608 2 თებერვალი 1660 ორლეანის ჰერცოგი
  1. მარია დე ბურბონი
  2. მარგარიტა

ლოთარინგიელი

Portrait-of-Queen-Henrietta-Maria.jpg ანრიეტა მარია დე ბურბონი 25 ნოემბერი 1609 10 სექტემბერი 1669 ინგლისის,

ირლანდიის და

შოტლანდიის

დედოფალი

ჩარლზ I სტიუარტი

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lawrence, Cynthia Miller (1997). Women and Art in Early Modern Europe: Patrons, Collectors, and Connoisseurs. Pennsylvania State Univ Pr. p. 136.
  • Lawrence, Cynthia Miller (1997). Women and Art in Early Modern Europe: Patrons, Collectors, and Connoisseurs. Marie de Médici's Patronage of Art and Architecture: Pennsylvania State Univ Pr. ISBN 978-0-271-01568-2.
  • Leonie Frieda (14 March 2006). Catherine de Medici: Renaissance Queen of France
  • Goldstone, Nancy, The Rival Queens, (Little Brown and Company, 2015), p. 377
  •  THE AMERICAN CYCLOPEADIA. 1874. pp. 671–. Retrieved 21 February 2011.
  • Goldstone, Nancy, The Rival Queens, (Little Brown and Company, 2015), footnote: p. 377
  • Herman, Eleanor (2005). Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge. p.80
  • Bergin, Joseph (1 March 1990). Cardinal Richelieu: Power and the Pursuit of Wealth. New Haven, CT: Yale University Press. p. 86. ISBN 978-0-300-04860-5. Retrieved 19 March 2016.