ისაბელა არაგონელი
ისაბელა არაგონელი | |
---|---|
Isabella de Aragón | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 აგვისტო 1270 |
მმართ. დასასრული: | 28 იანვარი 1271 |
წინამორბედი: | მარგარიტა პროვანსელი |
მემკვიდრე: | მარია ბრაბანტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1248 |
გარდ. თარიღი: | 28 იანვარი 1271 (22-23 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | სენ დენის ბაზილიკა |
მეუღლე: | ფილიპ III, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
ლუი კაპეტი ფილიპ IV, საფრანგეთის მეფე რობერ კაპეტი შარლი, ვალუას ჰერცოგი |
დინასტია: | ბარსელონა |
მამა: | ხაიმე I, არაგონის მეფე |
დედა: | ვიოლანტ უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ისაბელა არაგონელი (ესპ. Isabella de Aragón; ფრანგ. Isabelle d'Aragon) (დ. 1248 - გ. 28 იანვარი 1271) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხაიმე I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ვიოლანტ უნგრელის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1270-71 წლებში როგორც ფილიპ III-ის ცოლი. საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ისა და ვალუას დინასტიის დამაარსებელ შარლ კაპეტის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისაბელა იყო არაგონის მეფე ხაიმე I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ვიოლანტ უნგრელის ასული.
1262 წლის 28 მაისს ქალაქ კლერმონში, ისაბელა დაქორწინდა საფრანგეთის მომავალ მეფეზე, ლუი IX-ისა და მარგარიტა პროვანსელის ვაჟ ფილიპ კაპეტზე.1270 წელს მისი მამამთილი ტუნისში ლაშქრობისას გარდაიცვალა, ფილიპ III საფრანგეთის მეფე გახდა, ხოლო ისაბელა დედოფალი.
ტუნისში ლაშქრობისას იგი თავის ქმარს თან ახლდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ფილიპი და ექვსი თვის ორსული ისაბელი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდნენ. 1271 წლის 11 იანვარს, ორსულ ისაბელს ცხენზე შეჯდომა და მისით ხანგრძლივი მგზავრობა მოუხდა, რის გამოც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 28 იანვარს ისაბელამ მკვდარი ბავშვი გააჩინა და თავადაც ამ მშობიარობას გადაჰყვა. მისი ქმრის ბრძანებით იგი დაკრძალეს სენ დენის ბაზილიკაში. 1793 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს, ისევე როგორც სხვა უამრავი მონარქის საფლავი, ისაბელას სამარხით შეურაცხჰყვეს.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუი (1265-1276);
- ფილიპ IV (1268-1314), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო ჟანა I ნავარელი;
- რობერი (1269-1271);
- შარლი (1270-1325), ვალუას ჰერცოგი და ვალუას დინასტიის დამაარსებელი, ჰყავდა სამი ცოლი - 1. მარგარიტა ანჟუელი, 2. კატრინ კორტნელი და 3. მაჰაუტ შატიიონი;
- მკვდარშობილი ბავშვი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sabine Geldsetzer, Frauen auf Kreuzzügen
- Patrick Weber, Les reines de France
- The new Cambridge medieval history / 5 C. 1198 - c. 1300. by David Abulafia and Rosamond MacKitterick. The standard work of reference on the whole of Europe, east and west, during the thirteenth century. Page 654.
- The book of deeds of James I of Aragon: a translation of the medieval Catalan Llibre dels Fets by Damian J Smith and Helena Buffery. Page 139.
- Alain Erlande-Brandenburg, Le roi est mort. Étude sur les funérailles, les sépultures et les tombeaux des rois de France jusqu'à la fin du xiiie siècle.
|