ჟანა I ოვერნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟანა I ოვერნელი
Delpech - Joan of Auvergne.jpg
ოვერნის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 6 აგვისტო, 1332
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1360
წინამორბედი: ვილჰელმ XIII ოვერნელი
მემკვიდრე: ფილიპ დე რუვი
ნორმანდიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1350
მმართ. დასასრული: 22 აგვისტო, 1350
წინამორბედი: ბონა ბოჰემიელი
მემკვიდრე: ჟანა დე ბურბონი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1350
მმართ. დასასრული: 29 სექტემბერი, 1360
წინამორბედი: ბლანკა ნავარელი
მემკვიდრე: ჟანა დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 მაისი, 1326
გარდ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1360, (34 წლის)
მეუღლე: ფილიპ ბურგუნდიელი
ჟან II, საფრანგეთის მეფე
მამა: ვილჰელმ XII, ოვერნის გრაფი
დედა: მარგარიტა დე ევრე
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა I ოვერნელი (ფრანგ. Jeanne I de Auvergne; დ. 8 მაისი, 1326 — გ. 29 სექტემბერი, 1360) — ოვერნის გრაფ ვილჰელმ XII-ისა და მარგარიტა დ'ევრეს ქალიშვილი. ოვერნის გრაფინია 1332-1360 წლებში, როგორც მამის მემკვიდრე. ნორმანდიის ჰერცოგინია 1350 წლის თებერვლიდან აგვისტომდე და საფრანგეთის დედოფალი 1350-60 წლებში, როგორც ჟან II-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დაიბადა 1326 წლის 8 მაისს საფრანგეთში. იგი იყო ოვერნის გრაფ ვილჰელმ XII-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია მარგარიტა დ'ევრეს ასული. დედამისი წარმოშობით ნავარის პრინცესა იყო და ჟანას ბიძად ერგებოდა თვით ნავარის მეფე ფილიპ III.

1332 წლის 6 აგვისტოს მამამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოვერნის გრაფინია ექვსი წლის ჟანა გახდა, რომელიც მისი ერთადერთი შვილი იყო.

ჟანას პირველი მეუღლე ფილიპ ბურგუნდიელი გახდა, რომელმაც ცოლის წყალობით მიიღო ოვერნის გრაფობა. მათ მოკლევადიან ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ვაჟმა შესძლო გადარჩენა და ბურგუნდიის ტახტზე ასვლა. ქორწინებიდან სულ რამდენიმე წელიწადში ჟანა დაქვრივდა.

ქმრის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელში ჟანა მეორედ გათხოვდა. 1350 წლის 9 თებერვალს იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის უფროს ვაჟს, ნორმანდიის ასევე დაქვრივებულ ჰერცოგ ჟან დე ვალუას, რითაც ჟანაც ნორმანდიის ჰერცოგინია და საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე გახდა. ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1350 წლის 22 აგვისტოს ფილიპი გარდაიცვალა, ტახტზე მისი ქმარი ჟან II ავიდა, რითაც ჟანა საფრანგეთის დედოფლად იქცა. ჟანა მემკვიდრეს ვერ აჩენდა, თუმცა იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რასაც მსგავსი ქალები გადიოდნენ იგი გადარჩა, რადგან მეფე ჟანი მანამდე დაქორწინებული იყო საღვთო რომის იმპერატორის ქალიშვილ ბონა ბოჰემიელზე, რომელიც შავმა ჭირმა იმსხვერპლა და რომელთანაც რვა შვილი ჰყავდა, ამიტომაც მემკვიდრის პრობლემა არ არსებობდა. დედოფალს ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის გერებთან, განსაკუთრებით კი გოგონებთან. ჟანამ ჟან II-ს სულ სამი შვილი გაუჩინა, თუმცა ყველა მალევე დაიღუპა. ჟანა 1360 წლის 29 სექტემბერს გარდაიცვალა 34 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის პირველ ქმართან, ფილიპ ბურგუნდიელთან ჰყავდა სამი შვილი:

  1. ჟანა (დ. 1344 — გ. 11 სექტემბერი, 1360), დანიშნული იყო სავოიის გრაფ ამადეო VI-ზე, მაგრამ ქორწინებამდე გარდაიცვალა;
  2. მარგარიტა (დ. 1345 - გ. ?), გარდაიცვალა ახალგაზრდა, გაუთხოვარი და უშვილო;
  3. ფილიპ I (დ. 1346 — გ. 21 ნოემბერი, 1361), ბურგუნდიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;

თავის მეორე ქმართან, ჟან II ვალუასთან ჰყავდა ასევე სამი შვილი:

  1. ბლანში (ნოემბერი, 1350), გარდაიცვალა მშობიარობისას;
  2. კატრინი (1352), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მკვდარშობილი ვაჟი (1353).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blockmans, Wm; Prevenier, Walter (1999). Peters, Edward, ed. The Promised Lands: The Low Countries Under Burgundian Rule, 1369-1530. Translated by Fackelman, Elizabeth. University of Pennsylvania Press.
  • Cox, Eugene L. (1967). The Green Count of Savoy. Princeton, New Jersey: Princeton University Press.