ვლადიმერ მაიაკოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ მაიაკოვსკი
Majakovszkij.jpg
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1893(1893-07-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ბაღდათი, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, კავკასიის მხარე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1930(1930-04-14)[10] [11] [12] [3] [13] [14] [4] [5] [7] [8] [15] [9] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ[10]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა პოსტერების მხატვარი, პოეტი[9] , მსახიობი[9] , დრამატურგი[9] , მწერალი[9] , მხატვარი, ჟურნალისტი[9] , თეატრის მსახიობი, კინომსახიობი, რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, printmaker, კინორეჟისორი და ვიზუალური არტისტი[9]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the USSR (1936-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი Stroganov Moscow State University of Arts and Industry, მოსკოვის ფერწერის სასწავლებელი და School № 91 (Moscow)
ჟანრი ლექსი, პოემა, აგიტპროპი და პიესა
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ლილია ბრიკი, Tatiana Yacovleff, Elli Jones, Veronika Polonskaya და Natalya Bryukhanenko
შვილ(ებ)ი ჰელენ პატრისია თომპსონი
ხელმოწერა Vladimir Mayakovsky signature.svg
საიტი v-v-mayakovsky.ru

ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკი (რუს. Владимир Владимирович Маяковский; დ. 19 ივლისი [ძვ. სტ. 7 ივლისი], 1893 — გ. 14 აპრილი, 1930) — საქართველოში დაბადებული რუსი პოეტი, დრამატურგი, რუსული ფუტურიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი, სადაც დაიბადა ვ. მაიაკოვსკი
მაიაკოვსკის ოჯახი

ვლადიმერ მაიაკოვსკი 19 (ძველის სტილით 7) ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის, სოფელ ბაღდათში, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე მაიაკოვსკის (1857—1906) ოჯახში, რომელიც 1889 წლიდან ბაღდათის სატყეო მეურნეობაში მუშაობდა. პოეტის დედა, ალექსანდრა ალექსეევნა (1867-1954) წარმოშობით კაზაკი იყო. 1902 წელს მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში შევიდა. 1906 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მაიაკოვსკი თავის დებთან ერთად დედამ მოსკოვში წაიყვანა საცხოვრებლად და სწავლაც იქვე განაგრძო. 1908 წელს გიმნაზია მიატოვა და რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო.

1908 წელს შევიდა რუსეთის სოცილ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში და სამჯერ დააპატიმრეს. 1909 წელს, ციხეში ყოფნისას ლექსების წერა დაიწყო. 1911 წელს მოეწყო მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში. ამ პერიოდში გაიცნო დავიდ ბურლიუკი და დაუახლოვდა კუბოფუტურისტების პოეტურ წრეს. პირველი მისი გამოქვეყნებული ლექსი „ღამე“ (1912) შევიდა ფუტურისტულ კრებულში „სილის გაწვნა საზოგადოებრივ გემოვნებას“. 1913 წელს წერს და დგამს ტრაგედიას „ვლადიმერ მაიაკოვსკი“, რომელშიც თავადვე ასრულებს მთავარ როლს.

1914-1915 წლებში მუშაობს პოემაზე „შარვლიან ღრუბელს“, რომელიც ფუტურიზმის ერთგვარ მანიფესტადაა მიჩნეული.

ვლადიმერ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

1915 წელს დაწერილი „ფლეიტა-ხერხემალი“, მაიაკოვსკის ლირიზმის მწვერვალად ითვლება და ეძღვნება პოეტის საყვარელ ქალს, ლილია ბრიკს (ელზა ტრიოლეს და), რომელიც, საუბედუროდ, მისივე გამომცემლის, ოსიპ ბრიკის მეუღლე იყო.

ამავე პერიოდში იქმნება ომის საწინააღმდეგო ლირიკა: „დედა და გერმანელების მიერ მოკლული საღამო“, „მე და ნაპოლეონი“, პოემა „ომი და მშვიდობა“. სატირული ნაწარმოებები: „ჰიმნების“ ციკლი.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი თავის ტალანტს ხელისუფლების სამსახურში აყენებს, წერს პოემას, „ლენინი“, 1918 წელს იდგმება „მისტერია-ბუფი“, რომელიც ეძღვნება რევოლუციის წლისთავს.

მაიაკოვსკი იყო მემარცხენე მხატვრების გაერთიანებების ლიდერი.

1918-1919 წლებში პეტროგრადიდან გადადის მოსკოვში, წერს პოემას „150 000 000“, რომელშიც ავითარებს მსოფლიო რევოლუციის თემას.

1923 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი „ლეფი“ Леф (Левый фронт, მარცხენა ფრონტი) და იმავე სახელწოდების ჟურნალი. 1927-28 წლებში გამოიცა ჟურნალი „ნოვი ლეფი“ (რუს. „Новый леф“), რომლის 24 ნომერი გამოვიდა. 1928 წელს მაიაკოვსკი იმედგაცრუებული ტოვებს ორგანიზაციას და ჟურნალს.

1930 წლის 14 აპრილს, დილის 10:15 საათზე, მოსკოვში, საკუთარ ბინაში მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა რევოლვერით. ეს ყოველივე თვითმკველობას ჰგავდა, თუმცა არსებობს მკვლელობის ვერსიებიც.


ვლადიმერ მაიაკოვსკი დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიაკოვსკის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია უოლტ უიტმენის პოეზიამ, კერძოდ მისმა ვერლიბრმა, რომელიც ხშირად გვხვდება მაიაკოვსკის პოეზიაში. თუმცა ეს უკანასკნელი თავისი ფორმით მაინც უნიკალურადაა მიჩნეული.

მიუხედავად იმისა, რომ 1917 წლის რევოლუციით აღფრთოვანებულმა მაიაკოვსკიმ ჭეშმარიტი სოციალისტური მითი შექმნა პოეზიაში, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ 1920-იან წლებში პოეტს იმედგაცრუება დაეწყო სოციალისტური წყობის რეალურობის მიმართ. თუმცა სიმხნევით აღსავსე, კოლექტივიზაციისა და სოციალისტური იდეალისადმი მიმართული ლექსების წერას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა. პოეტის კიდევ ერთი ორიგინალობა უკავშირდება უნაზესი ლირიზმისა და მწარე სატირის ურთიერთშერწყმას. ყოველივე აქედან გამომდინარე მაიაკოვსკი ზოგისთვის უდიდესი ლირიკოსია, ზოგი კი მას პარტიის ინტერესების გამტარებელ რუპორად მიიჩნევს.

მაიაკოვსკი და ფუტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიაკოვსკიმ პირველმა იხმარა ტერმინი „ფუტურიზმი“ 1913 წლის 24 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების შესახებ დებატებში. თუმცა ამ სიტყვის სლავური ნეოლოგიზმი „ბუდეტლიანინი“ (მომავლის ხალხი), რომელიც პოეტმა ვიქტორ ხლებნიკოვმა შემოიტანა, იმ დროისთვის უფრო წარმატებული აღმოჩდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. RKDartists
  3. 3.0 3.1 Kunstindeks Danmark
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. https://www.enciclopedia.cat/ec-gec-0039331.xml
  7. 7.0 7.1 Elliott D. Mayakovsky, Vladimir // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T056191
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Гончаров Б. П. Маяковский Владимир Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 15 : Ломбард — Мезитол. — С. 542–543.
  11. Vladimir Vladimirovich Majakovski
  12. Encyclopædia Britannica
  13. SNAC — 2010.
  14. IMSLP — 2006.
  15. Babelio — 2007.