პირველი ობჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
პირველი ობჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თემი პირველი ობჩა
კოორდინატები 42°06′17″ ჩ. გ. 42°51′44″ ა. გ. / 42.10472° ჩ. გ. 42.86222° ა. გ. / 42.10472; 42.86222
ცენტრის სიმაღლე 240
მოსახლეობა 1389[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
პირველი ობჩა — საქართველო
პირველი ობჩა
პირველი ობჩა — იმერეთის მხარე
პირველი ობჩა

პირველი ობჩასოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში.[2] თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, მდინარეების ყვირილისა და საკრაულის წყალგამყოფის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ლუხუტის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ბაღდათიდან 8 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1389 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1960 964 996
2014[1] Decrease2.svg 1389 682 707

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ობჩა მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ამ სახელის შესახებ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობილია შემდეგი; ობჩის ტერიტორიაზე იყო სალოცავი (ახლაც არის). სალოცავს მეგრულად „ოფუჩ“-ს უწოდებენ და აქედან მომდინარეობს სახელწოდება ობჩა.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არსებობს 1 სკოლა, 1 ბაღი, საკრებულო და სტადიონი. ობჩის საშუალო სკოლა 1907 წელს შეიქმნა. 1959 წლიდან კი არსებობს როგორც საშუალო სკოლა. გათვლილია 250 ბავშვზე. ამჟამად ამ სკოლაში სწავლობს 105 ბავშვი.

გამოჩენილი ადამიანები ობჩიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობჩაში აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, ენათმეცნიერი პოლიევქტ გაჩეჩილაძე, მოჭიდავე დავით ციმაკურიძე და ტექნოლოგი, ლაღიძის წყლების შემქმნელი მიტროფანე ლაღიძე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]