შინაარსზე გადასვლა

მასაუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მასაუა
ტიგრ. ምጽዋዕ
ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია სემიენავი-კეი-ბაჰრი
კოორდინატები 15°36′00″ ჩ. გ. 39°26′00″ ა. გ. / 15.60000° ჩ. გ. 39.43333° ა. გ. / 15.60000; 39.43333
ადრეული სახელები მასავა
ფართობი 477 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
მოსახლეობა 53 090 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +291 4
მასაუა — ერიტრეა
მასაუა

მასაუა (ტიგრ. ምጽዋዕ, არაბ. مصوع, ინგლ. Massawa) — ქალაქი ერიტრეაში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში. პორტი წითელ ზღვაზე. მოსახლეობა — 53 090 ადამიანი (2012 წელი). სხვადასხვა დროს იგი იყო პორტუგალიის, ეგვიპტის, ოსმალეთის იმპერიის, დიდი ბრიტანეთის და სულ ბოლოს 1885 წლიდან იტალიის კოლონია. ქალაქი მდებარეობს ერიტრეის სემიენავი-კეი-ბაჰრის პროვინციაში და მისი ადმინისტრაციული ცენტრია.

1921 წლის 14 აგვისტოს მასაუას ახლოს მოხდა 5,9 ბალის ძალის მიწისძვრა.

1977 წელს ქალაქისთვის მოხდა პირველი ბრძოლა ერიტრეის განთავისუფლების სახალხო ფრონტის აჯანყებულებსა და ეთიოპიის ჯარს შორის. გამარჯვება ეთიოპიის ჯარმა მოიპოვა.

1990 წლის 10 თებერვალს აჯანყებულებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ეთიოპიის ჯარზე ქალაქისათვის მეორე ბრძოლის დროს და დაეუფლნენ მას.

გეოგრაფიული მდგომარეობა და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრი მდებარეობს ზღვის დონიდან 6 მეტრ სიმაღლეზე[1].

მასაუას კლიმატი უდაბნოს ტროპიკულია სუბეკვატორული გამოვლინებებით, საკმაოდ მაღალი წლის საშუალო ტემპერატურით, ასევე საკმაოდ მაღალი სინოტივით. არსებობს სუსტი ნოტიო სეზონი ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, როდესაც ტემპერატურა ცოტათი იკლებს, და ცხელი მშრალი სეზონი მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, როდესაც ნალექები პრაქტიკულად არ მოდის.

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[2]:

1984 1986 1989 2012
15 441 16 576 19 404 53 090

არსებობს ცემენტის, თევზის გადამუშავების, მარილის საწარმოები. მასაუაში ასევე მდებარეობს სამხედრო-საზღვაო ბაზა, არაბული გემისდაუს დოკები, მასაუას საერთაშორისო აეროპორტი და ასმერასთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზი. არსებობს საბორნე კავშირი დაჰლაკის არქიპელაგთან და მწვანე კუნძულთან.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაუა შეიქმნა ორი კუნძულისაგან და კონტინენტის ნაწილისაგან. ქალაქის ნაწილები შეერთებულია ორი გრუნტით შევსებული გზით. მასაუას კონტინენტურ ნაწილში მარილიანი ტბების გარდა სხვა ღირსშესანიშნაობები არ არსებობს, თუმცა იქ ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი. პირველ კუნძულზე, რომელსაც სახელად ჰქვია ტაულუდი, დგას სამხედროთა ძეგლი, წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი, ძველი რკინიგზის სადგური, დაჰლაკის (Dahlak) ოტელი და საიმპერატორო სასახლე. მეორე ყრილზე გადასვლის შემდეგ, იწყება ქალაქის მავრიტანული საპორტო რაიონი. მასაუის ეს ნაწილი, რომელსაც ჰქვია ბატსე, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საკუთარ სახეს, განსაკუთრებით საღამოს საათებში, აცოცხლებს პატარა ქუჩებს თურქულ, ეგვიპტურ და იტალიურ ნაგებობებს შორის.

  1. Mits'iwa, Eritrea Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
  2. Massawa. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-03. ციტირების თარიღი: 2012-05-07.