პიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიცა - ბრტყელი გამომცხვარი პური, რომელიც ჩვეულებრივ, დაფარულია ტომატის საწებლით, ყველით (მოცარელათი) და სხვადასხვა ინგრედიენტით. პიცა წარმოადგენს იტალიურ, კერძოდ, ნეაპოლიტანური სამზარეულოს ნაწილს, რომელმაც დღესდღეობით სხვადასხვა კულტურებში ფართო გავრცელება ჰპოვა. სპეციალიზებულ დაწესებულებებს, სადაც პიცა ცხვება და/ან იყიდება, პიცერია ეწოდება.

პიცა მარგარიტა

ისტორია[რედაქტირება]

როგორც ცნობილია, ძველი ბერძნები პურს სხვადასხვა დანამატით, მათ შორის, ზეთისხილით, მწვანილით და ყველით აცხობდნენ. ძველ რომში ცნობილი იყო პური პლაცენტა, რომელსაც ასევე ყველით კეთდებოდა. თანამედროვე პიცა ნეაპოლში წარმოიშვა.

ტიპები[რედაქტირება]

ნეაპოლიტანური პიცა:

  • მარგარიტა
  • მარგარიტა ექსტრა
  • მარინარა

ლაციოს პიცა:

  • რომანა
  • ვიენეზე
  • კაპრიჩიოზა
  • რიპიენო

ამასთან არსებობს პიცის არაიტალიური სახეობებიც: მაგალითად, ნიუ-იორკის, ჩიკაგოს და ა.შ.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიცა&oldid=2390908“-დან