შინაარსზე გადასვლა

ნეოკლასიციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიელკის თეატრი, ვარშავა
კარუსელის ტრიუმფალური თაღი
კანის მერია, XVIII საუკუნე
დავიდი, სოკრატეს სიკვდილი, 1787
პრადოს მუზეუმი მადრიდში

ნეოკლასიციზმი — ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.

ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.

ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი „მაღალ გემოვნებაში“ მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.

მახასიათებელი პრინციპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სურათის ზოგადი პერპენდიკულარობა
  • მორალისტური თემა, ხშირად პროპაგანდისტულიც.
  • სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევა
  • ანტიკური საბერძნეთისას და რომის თემატიკა
  • ლოკალური ფერი, რომლის მიზანია პერსონაჟტა ჯგუფების გამოყოფა.
  • ხშირად დიქოტომიური კომპოზიციები
  • ზედმეტი ელემენტებისგან გათავისუფლება

მნიშვნელოვანი ტილოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონტჩელო, აშშ (ჯეფერსონი, ტომას)
შოტლანდიის სამეფო აკადემია

ნეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერძნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.

ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:

  • პალადიანიზმის ფაზა, ყველაზე ძველი, რომელიც განვითარდა დიდი ბრიტანეთის სოფლებში ინიგო ჯონსისა და კრისტოფერ ვრენის გავლენით. იგი უფრო განცალკევებულ, სოფლის ნაგებობებს ეხება.
  • Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე შენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს.
  • ფრანგული რევოლუციის სტილი.
  • იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში: რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა. ეს არის ნეოკლასიციზმის გვიანი ფაზა, რომელსაც ინგლისურ არქიტექტურაში ეწოდა Stule Regency, ხოლო გერმანულში - Biedermeier.

ნეოკლასიკოსი არქიტექტორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში ნეოკლასიციზმი განვითარდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ულტრარომანტიკული მიმდინარეობების საპირისპიროდ. მას ახასიათება მორალის ქადაგება, ემოციების სეკავება, რელიგიისადმი დაბრუნება და რეაქციონერული პოლიტილური იდეოლოგია. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები ლიტერატურაში არიან: ტ. ს. ელიოტი და ლევისი.

  • Eriksen, Svend. Early Neoclassicism in France (1974)
  • Friedlaender, Walter (1952). David to Delacroix (originally published in German; reprinted 1980)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: