შინაარსზე გადასვლა

ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ბაზარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაზარი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბაზარი გვადალახარაში
მარცვლელულის ბირჟა ლონდონში, 1809 წელი
კომბოსტოს ბაზარი, ავტორი ვაცლავ მალი

ბაზარი — საქონლის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა ერთობლიობა. ეკონომიკური თეორია ბაზარს განსაზღვრავს, როგორც საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის ფორმას, რომელიც ფასების მექანიზმის საშუალებით უზრუნველყოფს წარმოებისა და მომსახურების ურთიერთობას.

ბაზრის წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია ცივილიზაციის დასაწყისში, შრომის საზოგადოების დანაწილების პერიოდში, როდესაც მოხდა:

  • მიწათმოქმედების გამოყოფა მეცხოველეობისგან
  • ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობისგან
  • წარმოების ინდუსტრიალიზაცია.

მოხდა რა დაყოფა მეცხოველეობის, ხელოსნობის და მრეწველობისა(ინდუსტრიის), წარმოიშვა სხვადასხვა პროდუქცია, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა ამ პროდუქციის ურთიერთგაცვლის საჭიროება. სწორედ ასე წარმოიშვა ვაჭრობა და ბაზარი, სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს. კაპიტალიზმის განვითარების ეპოქაში, როდესაც წარმოებამ, მიმოქცევამ და ვაჭრობამ უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია, მოხდა თანამედროვე გაგებით ბაზრის ჩამოყალიბება.

განვითარებულ საზოგადოებაში ბაზარი-ეს სულაც არ არის კონკრეტული ადგილი. კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებათა მეშვეობით გარიგების განხორციელება ხდება მყიდველთან უშუალო კონტაქტის გარეშე. საქონლის რეალიზება და მყიდველამდე მიტანა ტრანსპორტირების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო მყიდველთა შეკვეთების მიღება ხდება ტელეკომუნიკაციებისა და სხვა საინფორმაციო არხების მეშვეობით. ბაზრად მიიჩნევენ ხელშეკრულებასაც, ყიდვა-გაყიდვის შესახებ;საქმიანი ოპერაციების ერთობლიობასაც;მოცემული საქონლის მწარმოებელ ქვეყანასაც (მაგალითად, კანადის მარცვლეულის ბაზარი) და ბოლოს საქონლის, მომსახურეობისა და კაპიტალის მიწოდების და მოთხოვნის ადგილია.

საბაზრო ურთიერთობათა სუბიექტია კერძო საკუთრება. კერძო საკუთრებამ დაუდო სათავე მცირე ბიზნესის განვითარებას, რაც საბაზრო მეურნეობის ამოსავალი წერტილია. აქვე აუცილებელია განვიხილოთ ფასების მექანიზმი. ფასი საბაზრო ურთიერთობათა რგოლია, რადგან უზრუნველყოფს კავშირს მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის და ამით წონასწორობაში მოჰყავს ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა-მიწოდებას.

ბაზარს უნდა ახასიათებდეს 5 ძირითადი ნიშანი: 1) თავისუფალი შესვლა და თავისუფალი გასვლა; 2) ფასების თავისუფალი თამაში; 3) ბაზარზე მატერიალური, ფინანსური და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება ნაკლებად მომგებიანიდან უფრო მომგებიან სივრცეში; 4) ბაზარმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკულად თანაბარი შესაძლებლობა; 5) თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრივილეგია გამყიდველთა რომელიმე ჯგუფისათვის, მით უფრო, ცალკეული გამყიდველისათვის. ეს მოდელი, იდეალური ბაზრის მოდელია, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალ კონკურენციაზე, და თითოეული გამყიდველისა და მყიდველის ერთნაირ შესაძლებლობებზე და რომელიც პრაქტიკაში, სინამდვილეში არ არსებობს.

ბაზრის მრავალი სახე არსებობს. ესენია:

ანსხვავებენ ასევე მომწოდებლის ბაზარს და მომხმარებლის ბაზარს.

საბაზრო სტრუქტურების კლასიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა (სრუყოფილი) კონკურენცია — ეს არის ბაზრის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფირმები დიდი რაოდენობის ანალოგიურ პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ თვით ფირმების მოცულობა (სიმდიდრე) საშუალებას არ აძლევს რომელიმე მათგანს, ზეგავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე.

წმინდა (აბსოლუტური) მონოპოლია — ბაზარი ითვლება აბსოლუტურად, თუ მასში ფუნქციონირებს პროდუქციის ერთი მწარმოებელი. ამასთან, ამ პროდუქტს არ მოეპოვება შემცვლელი სხვა დარგებში.

მონოპოლისტური კონკურენცია — ეს საბაზრო სტრუქტურა გარკვეულწილად ჰგავს სრულყოფილ კონკურენციას, ძირითადად იმ განსხვავებთ, რომ დარგში იწარმოება მსგავსი და არა იდენტური პროდუქტი.

მონოპოლია — სიტუაცია ბაზარზე, როდესაც იქ არის მხოლოდ ერთი გამყიდველი. გამყიდველის მონოპოლური მდგომარეობა იწვევს ფასების შექმნას და ცვლილებას.

დისკრიმიაციული მონოპოლია — იგულისხმება ისეთი პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა მყიდველისთვის კომპანია აწესებს სხვადასხვა ფასს.

ორმხრივი მონოპოლია — არის მყიდველი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს და არის ერთ-ერთი გამყიდველი მონოპოლისტი. გვხვდება შრომის ბაზარზე, სადაც არის ორი მონოპოლიური ძალა — პროფკავშირები და მეწარმეთა ორგანიზაციები.

დუოპოლია — საბაზრო სტრუქტურა, რომელშიც მოქმედებს მხოლოდ ორი ფირმა. ორგოპოლიის კერძო შემთხვევა.

ოლიგოპოლია — მსხვილი ფირმების მცირე რაოდენობა აწარმოებს მთელი დარგის პროდუქციის ძირითად ნაწილს.

  • Aspers, Patrik (2011) Markets Cambridge: Polity Press.
  • Bakker, Karen (2005) “Neoliberalizing Nature?: Market Environmentalism in water supply in England and Wales” Annals of the Association of American Geographers 95 (3), 542-565.
  • Bourdieu, Pierre (1999) Acts of Resistance: Against the Tyranny of the Market. The New Press.
  • Callon, Michel (1998) "Introduction: The Embeddedness of Economic Markets in Economics." In The Laws of the Markets, edited by Michel Callon. Basic Blackwell/The Sociological Review pp 1–57
  • Gibson-Graham, J.K. (2006) Postcapitalist Politics. University of Minnesota Press,.
  • Harvey, David (2005) A Short History of Neoliberalism Oxford University Press.
  • Hughes, Alex (2005) “Geographies of Exchange and Circulation: alternative trading spaces” Progress in Human Geography
  • Lukács, Georg. (1971) History and Class Consciousness. Trans. Rodney Livingstone. Merlin Press. London.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: