ბადმინტონი
ვიკიპედიიდან
ბადმინტონი (ინგლ. Badminton) — ოლიმპური სპორტის სახეობა, რომელიც არის ჩოგბურთის მსგავსი თამაში. მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს).მას ძირითადად დარბაზში თამაშობენ.
ბადმინტონი მოითხოვს სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
პირველი ცნობები ფრთიან ბურთით თამაშზე გვხდება 2000 წლის წინ ინდოეთში, სადაც იქნა მღვიმეებში ნახატები აღმოჩენი, რომელზეც გამოსახულია ბრტყელი ხით და ასევე ხის ბურთში ჩარჭობილი ფრთებიანი თამაში. XIV საუკუნეში იაპონიაში თამაშობდნენ „იობანეს“, სადაც ბურთის ნაცვლად იყენებდნენ მსხვილ ალუბლის ან წვრილ ვაშლის გამხმარ ნაყოფს, რომელსაც რამოდენიმე ფრთას ჩაურჭობდნენ. ფრთიანი ბურთით თანაში ცნობილი იყო აგრეთვე ევროპაშიც, მაგრამ ბადმინტონისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით თამაში "Battledore and Shuttlecock ან Jeu de Volant" , რომელსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ . თამაში წესები საკმაოდ მარტივი გახლავთ, ბურთი რაც შეიძლება ბევრჯერ გათამაშდეს მოთამაშეებს შორის (რომელსაც შეცდომით საქართველოში ბადმინტოს უწოდებენ). ამ ფაქტთან არსებებოს რეკორდის ამსახველი დოკუმეტი, რომელიც 1830 გამოიცა და ვინმე სამერსის ოჯახის წევრების მიერ 2117-ჯერ ბურთან შეხებას აფიქცირებს.
XVIII საუკუნის ბოლოს ფეოდალური წყობილების დაშლასთან ერთად ფრთიანი ბურთით თამაში მივიწყებას მიეცა. ამისგან განსხვავებით ბრიტანელი ოფიცრები ინდოეთში განაგრძობნენ "პუნას(Poona) " სახელით ცნობილ თამაშს, როემლებმაც 1870 წელს დაბრუნეს სპორტის ეს სახეობა ევროპაში, კერძოთ დიდი ბრიტანეთში.
ბადმინტონის , როგორც სპორტის სახეობის ისტორია XIX საუკუნიდან იწყება. 1872 წელს ინდოეთიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა ოფიცრებმა თავიანთ თანამემამულეებს უჩვენეს ფრთიანი ბურთიანი თამაში დაბა ბადმინტონში(ინგლისი). მომდევნო წლებში ბადმინტონმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა დიდი ბრიტანეთში, რასაც წესების შექმნა და 1893 სპორტული გაერთიანების შექმნა მოჰყვა. 1899 წლიდან იმართბა პირველი ტურნირი "All England Championships" , რომელიც დღესაც იმართება და ბადმინტონის მოყვარულებში იგივე ადგილი უჭირავს როგორც უიბლდონს ჩოგნბურთის მოყვარულებში.
1934 წელს ინგლისმა, უელსმა, შოტლანდიამ, ირლანდიამ, დანიამ, ჰოლანდიამ, კანადამ, ახალმა ზელანდამ და საფრანგეთმა დაარსეს პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია "International Badminton Federation" (IBF) , რომელსაც 2 წლის დაგვიანებით ინდოეთიც შეუერთდა.
საერთაშორისო წარმატება ბადმინტონს ისევ ინგლისელებმა მოუტანეს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკავებულ ტერიტორიაზე წარმატებით გაავრცელეს სპორტის ეს სახეობა. ინგლისელების ბატონობის დამხობა ბადმინტონში მოახერხეს დანიელებმა და შვედებმა. ასევე გასული საუკუნიოს შუა ხანებში ძალიან მომძლავრდნენ აღმოსავლეთ აზიის წარმომადგენლები, თავიდან ტაილანდი და მალაიზია, რასაც მოგვიანებით იაპონია და ინდონეზია დაემატათ.
ჩინეთმა სამოციან წლებში მოახდინა ბადმინტონში დიდი ცვლილებები განხორციელება, რის შემდეგ მოყოლებული დღითიდღ იზრდება თამაშის სისწრაფე. ჩინელების, მანამდე უცნობი სტილის წინააღმდეგ არანაირი შანსი აღარ ქონდათ მანამდე დომინანტ სკანიდნავიელებს.
მიუნხენის ოლიმპიადაზე 1972 წელს იქნა ბადმინტონი პირველად როგორც საჩვენებელი სპორტის სახეობად წარდგენილი, რასაც 1979 წელს მოჰყვა პსპორტული ლიცენზიების შემოღება და 1988 წელს სეულის ოლოპიადაზე წარმატებით წარდენის შემდეგ ბადმინტონი იქცა ოლიმპიური სახეობად. 1992 წელის ბარსელონის ოლიმპურ თამაშებიდან მოყოლებული რეგულარურად იმართება ოლიმპიური შეჯიბრებები სპორტის ამ სახების სხვადასხვა დისციპლინებში.
[რედაქტირება] მოედანი
[რედაქტირება] ჩოგანი
[რედაქტირება] ვოლანი ანუ ფრთიანი ბურთი
დღესდღეობით არსებობს ორი ტიპის ვოლანი:
- ვოლანი, რომელის დასამზადებლად იყენებდნენ საცობს, რომელსაც ტყავი ჰქონდა შომოკრული და ბატის ფრთები ჩარჭობილი.
მას ახასიათებს კარგი აეროდინამიკური თვისებები.
- ნეილონის ვოლანი, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი გამძლეობით და იაფი ფასით.
ტურნირისთვის ორივე სახეობა ნებადართულია, მხოლოდ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მას უნდა ჰქონდეს 16 ფრთა.
- ფრთათა სიგრძე უნდა იყო 62-70 მმ.
[რედაქტირება] თამაში
[რედაქტირება] დისციპლინები
ბადმინტონში არსებობს 5 დიციპლინა:
- ერთეული - მამაკაცები
- ერთეული - ქალთა
- წყვილი - მამაკაცები
- წყვილი - ქალთა
- შერეული
[რედაქტირება] შეჯიბრის წესები
[რედაქტირება] ასაკობრივი ჯგუფები
[რედაქტირება] ქულათა დათვლის წესები
თამაში ხდება ორ მოწინააღმდეგებს შორის, თითოეულ მხარეს წარმოადგენს ერთი (ერთეულებში) ან ორი (წყვილებში) მოთამაშე(ები).
მისი ხანგრლივობა ახალი წესდების თანახმად 21(მაქსიმუმ 31) ქულამდე, გამონაკლისი 20:20-ზე ხდება თამაშის ავტომატურად გაგრძელება.
[რედაქტირება] ქულათა დათვლის ძველი წესები
2006 წლის მეორე ნახევრამდე გამოიყენებოდა შემდეგი წესები: მამაკაცებში და წყვილებში თითოეული "სეტი" 15-მდე , ხოლო ქალებში 11-მდე, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ ორი შემთხვევა, როცა 14:14(შესაბამისად 10:10) მოწინააღმდეგები უნდა შეთანხმდნენ(ამ მოთხოვნის უფლება ენიჭება იმ მხარეს რომლიც არ აწვდის მოცემულ შემთხვევაში):
- არგაგრძელებაზე,ანუ 15(11) ზე თამაშის დასრულებაზე.
- თამაშის 17(13)-მდე გაგრძელებაზე.
[რედაქტირება] ბადმინტონი საქართველოში
საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა სსრკ პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. გარდა თბილისისა, ბადმინტონის ჯგუფები გაიხსნა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, რუსთავში, თელავში, გურჯაანსა და გაჩიანში. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილი, ვლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს სსრკ გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.
[რედაქტირება] საქართველოს ბადმინტონის ფედერაცია
დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციისა (IBF) და ევროპის ბადმინტონის ასოციაციის (EBA) წევრია. პრეზიდენტები: პავლე ნონიკაშვილი (1991-94), ირაკლი კავილაძე (1994-96), ანატოლი დავიდოვი (1996-იდან).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- პირველი ქართული ვებ გვერდი ბადმინტონზე
- (ინგლისური) ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) ოფიციალური ვებ-გვერდი
- ბადმინტონი(საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდეობის საქმეთა დეპარტამენტი)

