ფრეგატისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრეგატისებრნი
Fregata magnificens1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Fregatidae

ფრეგატისებრნი (Fregatidae), ფრინველთა ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა. მოიცავს 1 გვარის 5 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 78 სმ - 1 მ, მასა 2 კგ აღწევს. გრძელფრთიანი (შლილში 2-მდე), გრძელბოლოიანი ფრინველები არიან. აქვთ ვიწრო და გრძელი, ბოლოზე კაუჭიანი ნისკარტი, თითებს შორის ფუძესთან აპკი. გავრცელებული არიან სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონის ოკეანურ კუნძულზე. შებუმბლულია შავად და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს, ზოგჯერ თეთრი ხალები აყრია. ჩიჩახვი შიშველია, მკვეთრი წითელი და ტიხტიხის დროს გაბერილი. ბუდობენ კოლონიებად. იკვებებიან მფრინავი თევზებით, ზღვის უხერხემლოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 395, თბ., 1986