მობილური ტელეფონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს MIKHEIL.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2015 წლის 23 იანვარი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

მობილური ტელეფონების ევოლუცია

მობილური ტელეფონიტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.

გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, მულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infrared, Bluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.

პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა[1][2] და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა.[3] 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა.[4] 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ Samsung, Nokia, Apple და LG.[5]

ისტორია[რედაქტირება]

კომპანია მოტოროლას თანამშრომელი მარტინ კუპერი, რომელმაც 1973 წლის 4 აპრილს პირველი მობილური ტელეფონი გამოიგონა. აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2007 წელს.
1984 წლის Motorola DynaTAC 8000X (კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ფიჭური მობილური ტელეფონი)

ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის 1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც კოლორადოდან აიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.[6]

ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებით იწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.

ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ წარმოადგინა. პირველი კომერციული ავტომატიზებული ფიჭური ქსელი 1979 წელს იაპონიაში, კომპანია NTT-მა გაუშვა. 1981 წელს მას მოჰყვა კომპანია Nordic Mobile Telephone, რომელმაც ქსელი ერთდროულად გაუშვა დანიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში.[7] 1980-იანი წლების შუაში მათ სხვა ქვეყნები მიჰყვნენ. პირველი თაობის სისტემებს („1G“) გააჩნდა ოდნავ მეტი 0G-ზე მხარდაჭერა, მაგრამ ჯერ კიდევ ანალოგურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.

1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM სტანდარტში გაუშვა მეორე თაობის (2G) ციფრული ფიჭური ტექნოლოგია, რამაც ამ სექტორში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია და სასტიკ ბრძოლაში უხმო 1G-ზე მომუშავე მობილურ ოპერატორებს.

2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი.[8] ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS სისტემებს იყენებს.

2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია.[9] თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTE სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.

მახასიათებლები[რედაქტირება]

მობილურ ტელეფონებს მრავალი საერთო მახასიათებელი გააჩნია, თუმცა მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დამატებითი ფუნქციების შექმნით საკუთარი პროდუქტი განასხვავონ, რათა ის მომხმარებლისათვის უფრო მიმზიდველად იქცეს. ამ ყველაფერმა, ბოლო 20 წლის მანძილზე, მობილური ტელეფონების განვითარებაში უდიდესი ინოვაციები შეიტანა.

ყველა ტელეფონისათვის დამახასიათებელი საერთო კომპონენტებია:

  • ბატარეა, რომელიც ტელეფონის ფუნქციების კვების წყაროა;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. John F. Mitchell Biography
  2. Who invented the cell phone?
  3. Heeks, Richard (2008). „Meet Marty Cooper – the inventor of the mobile phone“. BBC 41 (6): გვ. 26–33. DOI:10.1109/MC.2008.192. 
  4. Mobile penetration“, 9 July 2010. 
  5. http://www.topteny.com/top-10-best-selling-mobile-phone-brands-in-the-world-2014/
  6. Arthur C. Clarke: Profiles of the Future (1962, rev. eds. 1973, 1983, and 1999, Millennium edition with a new preface)
  7. Swedish National Museum of Science and Technology. Tekniskamuseet.se. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.
  8. UMTS World. History of UMTS and 3G development. Umtsworld.com. წაკითხვის თარიღი: 29 July 2009.
  9. Fahd Ahmad Saeed. Capacity Limit Problem in 3G Networks. Purdue School of Engineering. წაკითხვის თარიღი: 23 April 2010.