ეკოსისტემა
ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი.
ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ.
ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
სასოფლო–სამეუნრნეო კულტურებისაგან შემდგარ ეკოსისტემებს აგროეკოსისტემები (ბერძნ. agros – მინდორი) ჰქვია.
ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.
სექციების სია |
საქართველოს ეკოსისტემები [რედაქტირება]
ტყე [რედაქტირება]
საქართველოში ტყის სხვადასხვაგვარი ეკოსისტემა გვხვდება-ფართოფოთლოვანი ტყე, წიწვოვანი ტყე ჭალის ტყე, სუბტროპიკული ტყე. ტყის ეკოსისტემის სახელს იმ ხემცენარის სახელს უკავშირებენ, რომელიც მასში ჭარბობს.მაგ.: ფიჭვის ტყე, მუხის ტყე, წიფლის ტყე. ტყის ეკოსისტემების ტიპობრივი ცხოველები არიან: დათვი, მგელი, ირემი, შველი, ციყვი, კოდალა, ბუ, სალამანდრა, ჭოტი, თხუნელა, მელა, ტურა და სხვა.
არიდული ეკოსისტემა [რედაქტირება]
საქართველოს სამხრეთ ამღოსავლეთ ნაწილში მშრალი ანუ არიდული ეკოსისტემა გვხვდება.ის უდაბნოს, ნახევარუდაბნოს,სტეპს,არიდულ ნათელ ტყეს და ჭალის ტყეებსაც კი მოიცავს. ამ ეკოსისტემის ტიპობრივი ცხოველებია: აფარი, ორბი, სვავი,და გველებისა და ხვლიკების მრავალი სახეობა.
ზღვა [რედაქტირება]
ზღვის ეკოსისტემა ძალიან მრავალფეროვანია.საქართველოში შავი ზღვის ეკოსისტემაა. ზღის ტიპობრივი ცხოველებია: დელფინი, მედუზა,თოლია, ზუთხი, და თევზის სხვა მრავალი სახეობა.
|
|||||||||||||||||
სტატიის