ტუტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუტეებს უწოდებენ წყალში ხსნად ფუძეებს. ტუტე — არის ტუტე ლითონების ტუტემიწა ლითონების და ამონიუმის ჰიდროქსიდები. დისოციაციის დროს ტუტეები წარმოქმნიან იონებს OH და ლითონის იონებს. ფუძე (ტუტე) რთული ნივთიერებაა,რომელიც შედგება ლითონის ატომისა და ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფისაგან. ფუძე მჟავას ქიმიური მოწინააღმდეგეა. ტუტეების ფორმულების გრაფიკული გამოსახვისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ რომ ჟანგბადის ატომი ერთი სავალენტო ბმით შეერთებულია წყალბადთან, მეორე კი მეტალის ატომთან. ტუტეებს მიეკუთვნება პერიოდული სისტემის I და II ქვეჯგუფის ლითონების ჰიდროქსიდებს ესენია: NaOH - ეწოდება მწვავე ნატრი; KOH - მწვავე კალი; Ca(OH)2 - ჩამქრალი კირი; Ba(OH)2 - მწვავე ბარიტი . მწვავე ტუტეები — ტრივიალური დასახელება ლითიუმის LiOH, ნატრიუმის NaOH, კალიუმის КОН, რუბიდიუმის RbOH, და ცეზიუმის CsOH ჰიდროქსიდები.

მიღება(ტუტეების)[რედაქტირება]

წყალში ხსნადი ფუძეები ე.ი ტუტეები მიიღებიან ლითონის ან მათი ოქსიდების წყალთან ურთიერთქმედებით ანუ

2Na+2H2O=2NaOH+H2

სამრეწველო მიღება[რედაქტირება]

ნატრიუმის და კალიუმის ჰიდროქსიდების სამრეწველო მიღების ძირითადი მეთოდია მათი ქლორიდების წყალხნარების ელექტროლიზი:

2NaCl+2H2O ელექტროლიზი H+2NaOH+Cl2
2KCl+2H2O ელექტროლიზი H2+2KOH+Cl2

კათოდური და ანოდური არე გამოყოფილია ფორებიანი დიაგრამით (ქლორი არ უნდა შეერიოს ტუტეებს, რადგან მასთან ურთიერთქმედებს), რომელიც უზრუნველყოფს დენის გადატანას, კათოდურ არეში არსებულ ხსნარის აორთქლებისას მიიღება ტუტეები.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

ნატრიუმის და კალიუმის ნაერთებიდან მნიშვნელოვანია მათი ჰიდროქსიდები-NaOH და KOH. ისინი თეთრი, გამჭვირვალე, ძლიერ ჰიგროსკოპული კრისტალური ნივთიერებაა. ლღვებიან შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, tლღ(NaOH)=3180C, tლღ(KOH)=3600C. გავარვარებისას_14000C-ზე დუღან და ქროლდებიან დაშლის გარეშე. წყალში კარგად იხსნებიან, ამ დროს ჰიდრატების წარმოქმნის გამო დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა. არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

  • ტუტეები რეაგირებს მჟავა ოქსიდებთან.
2NaOH+SiO2=Na2SiO3+H2O
NaOH+CO2=NaHCO3
Ca(OH)2+CO2=CaCO3+H2O
  • ნეიტრალიზაციის რეაქცია ფუძის და მჟავის ექვივალენტური რაოდენობების ურთიერთქმედებისას.
KOH+HCl=KCl+H2O
2NaOH+H2SO4=Na2SO4+H2O
  • ურთიერთქმედება სხვადასხვა მარილის ხსნარებთან.
2KOH+CuSO4=Cu(OH)2+K2SO4
Ca(OH)2+Ca(HCO3)2=2CaCO3+2H2O
  • ამფოტერული ჰიდროქსიდი ავლენს სუსტ მჟავა თვისებებს და რეაგირებს ტუტეებთან.
Al(OH)3+NaOH=Na[Al(OH)4]

დისოციაცია[რედაქტირება]

NaOH და KOH ძლიერი ტუტეებია. ისინი წყალხსნარებში სრულად დისოცირდებიან იონებად.

NaOH Na++OH-
KOH K++OH-

ნატრიუმის და კალიუმის ტუტეები არ შეიძლება გავალღოთ მინის ან ფაიფურის ჭურჭელში, რადგან იწვევს მათ დაშლას.(მათი გალღობა შეიძლება რკინის, ნიკელის ან ვერცხლის ჭურჭელში)

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუტე&oldid=2417031“-დან