ჩარლზ დარვინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარლზ რობერტ დარვინი
Charles Robert Darwin
Charles Darwin by Julia Margaret Cameron.jpg
ნატურალისტი
ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

12 თებერვალი, 1809

დაბადების ადგილი

შრუზბერი, ინგლისი

გარდაცვალების თარიღი

19 აპრილი, 1882

გარდაცვალების ადგილი

დაუნი, ინგლისი

ხელმოწერა


ჩარლზ რობერტ დარვინი (ინგლ. Charles Robert Darwin); (დ. 12 თებერვალი, 1809, შრუზბერი – გ. 19 აპრილი, 1882, დაუნი, ლონდონის მახლობლად)— ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური, რომელმაც შექმნა მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

7 წლის ჩარლზ დარვინი.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დარვინმა გემ „ბიგლით“ იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ (1831-1836). მოგზაურობის დროს ჩატარებული ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, გეოლოგიური დაკვირვებების შედეგები მან გამოაქვეყნა წიგნში „ძიებათა დღიური“ (1839, 1845). საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (თეორიის პირველი მონახაზი — 1842, პირველი მოკლე პუბლიკაცია — 1858). დარვინმა ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებანი. მისი მოძღვრების თანახმად, ორგანიზმთა ახალი ფორმების წარმოქმნა ხდება გაურკვეველი მემკვიდრული ცვლილებების ბუნებრივი გადარჩევის გზით, რაც ბუნებაში განაპირობებს მიზანშეწონილებას (დარვინისგან დამოუკიდებლად, მსგავსი შეხედულებანი ჩამოაყალიბა ა. უოლესმა, მაგრამ თვითონვე სცნო დარვინის პრიორიტეტი). თავისი იდეები დარვინმა განავითარა უფრო გვიან გამოქვეყნებულ თხზულებებში. წიგნში „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868) მოცემულია როგორც ადამიანისათვის სასარგებლო მცენარეებისა და ცხოველების ხელოვნური გადარჩევით გამოყვანის კანონზომიერებები, ისე ევოლუციიის დამადასტურებელი დიდძალი მასალა ადამიანის მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული საქმიანობიდან. ადამიანის წარმოშობის მატერიალისტური იდეა გატარებულია დარვინის წიგნში „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871). აგრეთვე ნაშრომში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ ( 1872). დარვინს ეკუთვნის სხვა გამოკვლევებიც ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის და ნიადაგთმცოდნეობის საკითხებზე. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერაბაში და საფუძვლად დაედო მთელ თანამედროვე ბიოლოგიას.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე