ნესვის ხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნესვის ხე | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Carica papaya | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ნესვის ხე, პაპაია (Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 მ აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს. ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან ღებულობენ ფერმენტ პაპაინს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 395, თბ., 1984 წელი.