განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სქემატური რუკა.

სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილით (370 კმ) დაშორებულ ხაზამდე განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად გამოცხადება. ასეთ ზონაში სანაპირო სახელმწიფოს ზღვის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება ეკუთვნის. გარდა ამისა, იგი ადგენს ამ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, სამეცნიერო კვლევების და გარემოს დაცვის წესებს.

პირველი განაცხადი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე 1971 წელს კენიამ გააკეთა. დღეს ყველაზე დიდი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთს, ავსტრალიას და რუსეთის ფედერაციას აქვს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]