გესტაპოს შემადგენლობაში შედიოდა ხუთი განყოფილება: А — ნაციზმის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა, B — ეკლესიის პოლიტიკური მოღვაწეობისთვის თვალყურის დევნება, C — კარტოთეკების, დოსიეების შედგენა, D — ოკუპირებული ტერიტორიების საქმეები, E — კონტრდაზვერვა.
1540 წელს დიდი კანიონი (სურათზე) აღმოაჩინეს ესპანელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ოქროს მოსაძებნად მოგზაურობდნენ. კანიონში ჩასვლის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მომდევნო ორასი წლის განმავლობაში ევროპელებს კანიონი აღარ მოუნახულებიათ.
მიიოს ვიადუკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდია. მისი ერთ-ერთი საყრდენი სვეტის სიმაღლეა 341 მეტრი — ოდნავ მაღალი, ვიდრე ეიფელის კოშკი, და მხოლოდ 40 მეტრით მოკლე ემპაირ სტეიტ ბილდინგზე.
ჯეიმზ II სტიუარტი უკანასკნელი ბრიტანელი კათოლიკე მეფე იყო. იგი შეეცადა, კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგია გაეხადა, რასაც 1688 წელს მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა.
ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდანმარმარილოს ზღვისკენ, ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.
1963 წელს ლევ იაშინი გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და მიიღო „ოქროს ბურთი“. ფეხბურთის ისტორიაში იგი დღემდე ერთადერთ მეკარედ რჩება, რომელსაც ეს ჯილდო აქვს მოპოვებული.
„აპოლოს“ თერთმეტი კოსმოსური ხომალდიდან („აპოლო 7-დან“ „აპოლო 17-მდე“), ავარია მხოლოდ ერთს შეემთხვა. უცნაური შემთხვევითობით ეს იყო „აპოლო 13“ (ემბლემა სურათზე).
შავ ზღვასძველი ბერძნები თავდაპირველად „პონტოს აქსინოსს“ უწოდებდნენ, რაც არასტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროთა კოლონიზაციის შემდეგ „პონტოს ევქსინოსი“ — სტუმართმოყვარე ზღვა — უწოდეს.
მაშინ, როცა ოკეანეებისა და ზღვების უმრავლესობას წყლის დაახლოებით ერთნაირი და საკმაოდ მაღალი მარილიანობა აქვთ (დაახლ. 35 ‰), შავ ზღვაში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია (18 ‰).
Oh Be AFine Girl/Guy, Kiss Me — მნემონიკური ფორმულა ვარსკვლავთა სპექტრული კლასის თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად.
ცისარტყელას დანახვისას მზე ყოველთვის მდებარეობს დამკვირვებლის ზურგს უკან, შესაბამისად, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია ერთდროულად ცისარტყელასა და მზის დანახვა.
გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველის 4% ქურდბაცაცობის გამო იკარგება, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე მოპარვადი საკვები პროდუქტია.
ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რომელიც გადაღებულია კენ კიზისამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომანის ავტორის თქმით, მას არასდროს უნახავს, რადგან არ მოეწონა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევა.
ხმელეთიდან ცისარტყელას, ჩვეულებრივ, აქვს წრის რკალის ფორმა, მაგრამ მთიდან ან თვითმფრინავიდან შესაძლებელია მთლიანი წრის დანახვაც.
ტესკატლიპოკა (ცეცხლოვანი სარკე) მაიასა და აცტეკების მითოლოგიაში მთავარი ღვთაებაა, რომელიც განაგებს სამყაროს ოთხ მხარეს, გვევლინება აგრეთვე, როგორც ღამის ღმერთი, ავაზაკების, გრძნეულებისა და ქურუმების მფარველი.
მოზამბიკის დროშა მსოფლიოში ერთადერთი დროშაა, რომელზეც არის თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის გამოსახულება. დროშაზე გამოსახულია საბჭოთა ავტომატი კალაშნიკოვი.
ულფილას ბიბლიისVI საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი, Codex Argenteus (სურათზე), შესრულებულია მეწამული ფერის ეტრატზე ვერცხლისფერი და ოქროსფერი მელნით; აქედან მომდინარეობს მისი ლათინური სახელწოდებაც, რაც ვერცხლის კოდექსს ნიშნავს.
კანაფიმსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა; 2009 წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3—5 %-ს კანაფი ერთხელ მაინც აქვს მოხმარებული უკანონოდ.
მკვლელობის შემთხვევები ყველაზე ხშირია ლათინურ ამერიკაში, ამ მხრივ ყველაზე საშიშ ქალაქად კი კარაკასი ითვლება, სადაც 100 000 სულ მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობა წელიწადში 140-ს აღწევს.
მკვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით, პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა, არის ოთხთავი — კანონიკურ სახარებათა კრებული; ამ მოსაზრებას მხარს უმაგრებს V-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენებზეც სახარების ქართულენოვანი ტექსტებია მოცემული.
... ისლამის დღემდე მწვავედ დაპირისპირებულ მხარეებს, სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილება არა დოგმატურ, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა; კერძოდ, სადავო გახდა საკითხი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ისლამური საზოგადოების მეთაური?
... სიცოცხლე არაა ადამიანის აბსოლუტური უფლება, მათ შორის საქართველოშიც; მაგალითად, პირი არ დაისჯება მკვლელობისათვის, თუკი იგი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას იმსხვერპლებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად?
... თბილისში, რუსთაველის გამზირის 31/13 ნომერში მდებარე შენობის სახელი „იმელ“ (ИМЕЛ) აბრევიაუტურაა, რომელიც რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „ინსტიტუტი მარქსისა, ენგელსისა, ლენინისა“, შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და მას „იმელსი“ დაერქვა?
... უმბერტო ეკომ თავისი რომანის, ვარდის სახელის, მთავარი პერსონაჟების სახელები — უილიამ ბასკერვილელი და ადსო — შეარჩია ართურ კონან დოილის კრიმინალური რომანის, ბასკერვილების ძაღლის ორი მთავარი გმირის — უილიამ ბასკერვილისა და დოქტორი უოტსონის — სახელის მიხედვით?
... ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით აეროპორტის მეხუთე ყველაზე მაღალი სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში?
... „მფრინავ შოტლანდიელს“ — მატარებელს, რომელიც 1862 წლიდან მოგზაურობს ლონდონი–ედინბურგის ხაზზე — ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში არ შეუცვლია თავისი დასახელება და მარშრუტი?
... სარკისებური წარწერა სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე ECNALUBMA (სურათზე), განკუთვნილია იმისთვის, რომ წინ მიმავალმა ავტომობილის მძღოლებმა, უკანა ხედვის სარკეებში შეძლონ მისი წაკითხვა, როგორც AMBULANCE?
... ჯგუფი ZZ Top ცნობილია თავისი იმიჯით, რომელიც გამოიხატება მუსიკოსების მიერ გრძელი წვერების ტარებში. უცნაურია, მაგრამ ერთადერთი წევრი, რომელიც არ ატარებს წვერს დრამერი ფრენკ ბირდია, რომლის გვარიც სწორედ „წვერს“ ნიშნავს?
... 1990 წელს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ საზეიმო მატჩში „დინამო თბილისი“, რომელიც იქამდე საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ევროპულ ტურნირებზე გამოდიოდა, დამარცხდა კლასით ბევრად დაბალ ფოთის „კოლხეთი-1913“-თან?
... ჯგუფ Radiohead-ის სადებიუტო ალბომის Pablo Honey გამოცემის სარეკლამო კამპანიაში სერიალ „ბივისისა და ბატ-ჰედის“ პერსონაჟების ჩართვაც მოხდა, MTV-ის მონაწილეობით. ალბომის სარეკლამო პოსტერზე ეწერა „Radiohead - better than Butt-Head“?
... როდესაც ვიქტორ ჰიუგომ მოისურვა გაეგო, თუ როგორ იყიდებოდა „საბრალონი“, წიგნის გამომცემელს გაუგზავნა წერილი, რომელიც შეიცავდა მხოლოდ კითხვის ნიშანს, წიგნის გამომცემელმა უპასუხა: „!“?