ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში |
სამველ პეტროსიანი |
| სიმჭიდროვე |
49.4 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
1 235 კმ2 |
| მოსახლეობის რაოდენობა |
62.3 ათასი კაცი (2009 წელი) |
| ეროვნება |
სომხები 94.2% |
| ვებ-გვერდი | |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
სექციების სია |
ბუნება[რედაქტირება]
მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია აბულ-სამსარის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული — 3301 მ). ტერიტორია — 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთი. ტბებიდან აღსანიშნავია ხოზაფინის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.
მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).
ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:
- 1 ქალაქი — ახალქალაქი
- 15 თემი — აზავრეთი, ალასტანი, არაგვა, ბარალეთი, გოგაშენი, ვაჩიანი, ზაკვი, კარტიკამი, კარწახი, კოჭიო, კუმურდო, ოკამი, სულდა, ხავეთი, ხოსპიო.
- 6 სოფელი — დილისკა, კოთელია, პტენა, ტურცხი, ჩუნჩხა, ხანდო.
ეკონომიკა[რედაქტირება]
სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), უახლოეს წლებში დაგეგმილია მისი გაგრძელება სასაზღვრო პუნქტ კარწახამდე, რომელიც შეაერთებს საქართველოსა და თურქეთის რკინიგზებს.
კულტურა[რედაქტირება]
მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:
- კუმურდოს ტაძარი (964 წ.)
- აბულის ციკლოპური ციხე
- აბულის ეკლესია (X ს.)
- ბავრას ეკლესია (X-XI სს.)
- ალასტანის ეკლესია (X-XI სს.)
- ბარალეთის ეკლესია (XI ს.)
- ბურნაშეთის ეკლესია (XI ს.)
- ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი (XI-XVIII სს.)
სქოლიო[რედაქტირება]
|
||||||||
|
||||||||||