ეკბატანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ეკბატანა

ოქროს ნივთი, რომელიც აღმოჩენილია ექბატანში და ეკუთვნის აქემენიდების პერიოდს.
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ოსტანი ჰამადანი
კოორდინატები 34°48′23″ ჩ. გ. 48°30′58″ ა. გ. / 34.80639° ჩ. გ. 48.51611° ა. გ. / 34.80639; 48.51611
ეკბატანა — ირანი
ეკბატანა

ეკბატანამიდიის უკანასკნელი მეფის ასტიაგეს სავარაუდო სატახტო ქალაქი, რომელიც სპარსეთის მეფემ კიროს II დიდმა დაიპყრო. ქალაქი მდებარეობდა მთა ალვანდის ძირას, მოგვიანებით იგი გახდა პართიის მეფეთა სატახტო ქალაქი და მათი მთავარი ზარაფხანა, სადაც აწამოებდნენ დრაჰმებს, ტეტრადრაჰმებს და ბრინჯაოს სხვადასხვა დასახელებებს. სწორედ ეკბატანაში ძვ. წ. 330 წელს, ალექსანდრე დიდის ბრძანებით მოკლეს მაკედონელი გენერალი პარმენიონი.

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკტაბანში პირველი არქეოლოგიური გათხრები 1913 წელს ჩარლზ ფუსის მიერ ჩატარდა. შემდეგი არქეოლოგიური გათხრა კი 1971 წელს ჩატარდა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ სპარსულ ენაზე ქალაქის დასახელება იყო Haŋgmatāna, რაც შეკრების ადგილს ნიშნავს. ბეჰისთუნის წარწერაში მას აგმატანუ ეწოდება. ძველი ბერძენი ავტორები ესქილე და ჰეროდოტე ქალაქს აგბატანას (ბერძ. Ἀγβάτανα) სახელით მოიხსენიებენ, ხოლო სხვა ბერძნულ წყაროებში დასახელებულია ეკბატანა (ბერძ. Ἐκβάτανα).

ეზრას პირველ წიგნის მეორე თავში (1 ეზრ, 6,2) დასახელებულ ციხე-ქალაქ ეკბატანას მარტინ ლუთერმა ბიბლიის გერმანულ თარგმანში „ახმეტა“ უწოდა (გერმ. Achmeta), რის გამოც „ახმეტა“ გერმანულ ენაზე „ეკბატანას“ მეორე დასახელებად ითვლება.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]