Pablo Honey

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pablo Honey
ალბომის "Pablo Honey" ყდა
Pablo Honey
გამოცემის თარიღი 22 თებერვალი, 1993
ჩაწერის თარიღი სექტემბერი ნოემბერი 1992
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 42:11
ლეიბლი/ები Parlophone, Capitol
პროდიუსერ(ებ)ი Sean Slade, Paul Q. Kolderie
ქრონოლოგია: რედიოჰედი
Pablo Honey (1993) The Bends (1995)


Pablo Honey ჯგუფ რედიოჰედის პირველი ალბომია, რომელიც Courtyard Studios მიერ იქნა გამოცემული (1992 წლის მარტში). ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარს ბრიტანული მუსიკალური საზოგადოება ერთგვარი ირონიით მოეკიდა. ყველასთვის ცნობადი და ათასჯერ გადამღერებული “Creep” საკმარისი არ იყო სერიოზული მუსიკოსის სახელის დასამკვიდრებლად, რაც ალბომის რეიტინგშიც კარგად გამოიხატა (#32 პოზიცია ბრიტანულ ჩარტში). ის საერთაშორისო წარმატებაც, რომელიც Pablo Honey-მ დაიმსახურა ისევდაისევ “Creep”-ით იყო განპირობებული. სინგლი მოწინავე პოზიციებზე გამყარდა ევროპულ ჩარტებში (#2 თანამედროვე როკის ბილბორდ-ჩარტში, #7 ბრიტანეთში). მუსიკალურმა ჟურნალმა NME-მ კი რედიოჰედს შემდეგი შეფასება მისცა: “მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად”.

ალბომი Pablo Honey ძირითადად იმ დემოებს მოიცავს რაც On a Friday-ს პერიოდში იქნა დამუშავებული, შესაბამისად ჩაწერის პროცესი მოკლე დროში დასრულდა. მარტივი ლირიკა და ორი გიტარის მიერ შექმნილი აღმავალი რიფები (ბასთან ერთად) გარკვეულ ხიბლს ანიჭებს მუსიკას, თუმცა ასევე მარტივად აღსაქმელია. მუსიკალური სტილიდან გამომდინარე ტრეკები “Prove Yourself”, “You”, და “Thinking about You” ალბომის დანარჩენი სიმღერებისგან განსხვავდება – მელოდიურობამ და იორკის მჭახე, ოდნავ ხრინწიანმა ვოკალმა თავისი ელფერი შესძინა მათ და რამოდენიმე წლის შემდეგ უფრო დაფასდა მსმენელთა შორის, რომელთა ნაწილიც მიიჩნევს რომ ერთხაზოვანი სტრუქტურის მიუხედავად ტრეკები სასიამოვნო მოსასმენია. სინგლზე “Anyone Can Play Guitar” ჯგუფის Sonic Youth გავლენა იგრძნობა, სადაც იორკმა ის “მითიური” იარლიყი დაგმო, რომელიც, ჩვეულებრივ, ცნობად როკ-მუსიკოსთა სახელებს ახლავს ხოლმე თან. რედიოჰედი არც აპირებდა დებიუტზე შეჩერებას, და იმ ნეგატიურ გარემოსაც, რომელიც ერთი მხრივ მცირედი პოპულარობით ხოლო მეორე მხრივ ულმობელი კრიტიკით იყო გამოწვეული, დადებით ასპექტში ხედავდა მომავალი წარმტებისთვის.

რედიოჰედის ამ პერიოდის მუსიკას ჯგუფებს Pixies, R.E.M. და The Smiths უკავშირებენ, კრიტიკოსთა ნაწილმა კი Palo Honey-ში გრანჟიც ადვილად შეამჩნია, რის შემდეგადაც იორკი მალევე მონათლეს “ბრიტანელ ნირვანად”. უცხოურ ჩარტებში მიღწეულმა მოულოდნელმა წარმატებამ და იმ ზეწოლამ რაც გახანგრძლივებულ ტურს მოსდევდა, კინაღამ დამღუპველად იმოქმედა რედიოჰედზე. მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა განაცხადეს რომ ტური მხოლოდ საცოდავი გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის, იმის გათვალიწინებით რომ მხოლოდ იმ სიმღერებს ასრულებდნენ, რაც ორი წლის წინ ჰქონდათ ჩაწერილი, “ეს უფრო დამახინჯებულ დროში ცხოვრებას ჰგავდა.” სიმღერით “Creep” გამოწვეულმა ისტერიამ დათრგუნა ჯგუფის წევრები. კონცერტებისას “Creep”-ის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის რომ 1997 წელს გამოსულ ვიდეო დისკში 7 Television Commercials შეგნებულად არ შევიდა “Creep”. ერთი პერიოდი კი რედიოჰედმა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს 2001 წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ ტრეკი ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.


სექციების სია

[რედაქტირება] სიმღერები

  1. "You" – 3:29
  2. "Creep" – 3:56
  3. "How Do You?" – 2:12
  4. "Stop Whispering" – 5:26
  5. "Thinking About You" – 2:41
  6. "Anyone Can Play Guitar" – 3:38
  7. "Ripcord" – 3:10
  8. "Vegetable" – 3:13
  9. "Prove Yourself" – 2:25
  10. "I Can't" – 4:13
  11. "Lurgee" – 3:08
  12. "Blow Out" – 4:40

[რედაქტირება] შემადგენლობა

[რედაქტირება] გამოცემის ისტორია

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგის ნომერი
დიდი ბრიტანეთი 22 თებერვალი 1993 Parlophone CD CDP 7 81409 2
LP PCS 7360
აშშ 20 აპრილი 1993 Capitol CD CDP 0777 7 81409 2 4

[რედაქტირება] სქოლიო

მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/Pablo_Honey"-დან
პირადი ხელსაწყოები